ზემო ლარსი დღეს: კობი–გუდაურის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

© photo: Sputnikთოვლი გზაზე
თოვლი გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2021
გამოწერა
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად ტარდება.

 

თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდვა გამოწვეულია ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურით, რამაც ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მნიშვნელოვნად გაზარდა.

უწყების ცნობით, მლეთა-გუდაურის (ფოსტა) და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.

ყველა ახალი ამბავი
0