პრეზიდენტი გარდაცვლილ მედდაზე: იგი ამ ბრძოლის გმირად დარჩება

© photo: Salome Zourabichvili / FBსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
გამოწერა
მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა უფრო მეტი სიფრთხილის გამოჩენისა და ზომების დაცვაზე მიგვითითებს, აცხადებს პრეზიდენტი.

თბილისი, 19 მარტი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თანაგრძნობას უცხადებს მეგი ბაქრაძის ოჯახს, რომელიც ვაქცინის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა. 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
კომაში მყოფი 27 წლის ექთანი გარდაიცვალა

„მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა წუხილი და სამძიმარი გამოვუცხადო მეგი ბაქრაძის ოჯახს. ვიზიარებ ამ უსამართლო და უდროო გარდაცვალებისგან გამოწვეულ დიდ მწუხარებას. ძალიან უსამართლოა, როცა სიკვდილი გვართმევს ახალგაზრდა ქალს, ექთანს, რომელიც მედგრად აწარმოებდა შეუპოვარ ბრძოლას პანდემიასთან, გვართმევს სწორედ იმ დროს, როცა ვაქცინასთან ერთად ახალი იმედი გაჩნდა“, – ნათქვამია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მან კარგად იცოდა, რომ ვაქცინის გარეშე ჩვენთან არსებულ 3 683 მსხვერპლს პანდემიის საბოლოო დამარცხებამდე კიდევ ბევრი დაემატებოდა, აღნიშნავს პრეზიდენტი.

„მან კარგად იცოდა, რომ ეს გზა გასავლელი ჰქონდა და ეს სიტყვებიც დაგვიტოვა: „ვაქცინაცია აუცილებელია, რომ გადავიტანოთ ეს ვირუსი და გადავრჩეთ“. თვითონ გადაწყვიტა მაგალითის მიცემა, წინა ხაზზე გამოსვლა და ის ამ ბრძოლის გმირად დარჩება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ზურაბიშვილის თქმით, მისი მაგალითი მოგვიწოდებს მეტი სიფრთხილისკენ, კიდევ უფრო მეტი ზომების დაცვისკენ და არა უკან დახევისკენ.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
ვაქცინაცია მხოლოდ რეანიმაციული განყოფილების მქონე დაწესებულებებში გაგრძელდება

„ასეთ ადამიანებზე იდგა და დგას ჩვენი ქვეყანა. ამ ადამიანების გამო და მათი მაგალითის გათვალისწინებით უნდა შევძლოთ და მივაღწიოთ იმ პოლიტიკურ შერიგებას და ქვეყნის დაწყნარებას, რასაც ჩვენი საზოგადოება მოელის და იმსახურებს!" – აღნიშნავს ზურაბიშვილი.

27 წლის მედდა AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შედეგად გარდაიცვალა. ექიმების თქმით, მას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

შემთხვევა ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ მოხდა, სადაც სამი დღის მანძილზე მედპერსონალის 16 წარმომადგენლის ვაქცინაცია განხორციელდა. ახალგაზრდა ქალს აცრა 18 მარტს გაუკეთდა. ვაქცინაციიდან 30 წუთში მას, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და კომაში ჩავარდა. ქალს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ადგილზევე ჩაუტარდა, თუმცა მდგომარეობის გართულების გამო იგი ჯერ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, შემდეგ კი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ოჯახი ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზების დადგენას მოითხოვს. მათი თქმით, ვაქცინაციამდე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სათანადოდ შემოწმება არ მომხდარა.

ყველა ახალი ამბავი
0