რა ვითარებაა საქართველოს გზებზე: ბოლო ინფორმაცია

© photo: Sputnik / Stringerე.წ. სამხედრო გზა
ე.წ. სამხედრო გზა - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
გამოწერა
სააგენტოს ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად ტარდება.

თბილისი, 19 მარტი – Sputnik. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად გუდაური–კობის მონაკვეთზე დაწესებული შეზღუდვები მსუბუქი ავტომობილებისთვის მოიხსნა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

გზის გაწმენდა სპეცტექნიკით - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
ვითარება გზებზე: ნაქერალას უღელტეხილზე მოძრაობა შეიზღუდა

ამ დროისთვის ლიპყინულის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

უწყების ინფორმაციით, მლეთა–გუდაურის(ფოსტა), გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა–ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე კი მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

ყველა ახალი ამბავი
0