ვითარება გზებზე: ნაქერალას უღელტეხილზე მოძრაობა შეიზღუდა

© photo: Sputnikგზის გაწმენდა სპეცტექნიკით
გზის გაწმენდა სპეცტექნიკით - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
გამოწერა
საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე შეზღუდვა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაწესდა.

თბილისი, 19 მარტი – Sputnik. ნაქერალას უღელტეხილზე მძიმე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ინტენსიური თოვის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62 კმ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

უწყების ინფორმაციით, გზის აღნიშნული მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის თავისუფალია გზის დანარჩენ მონაკვეთებზეც, აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0