„ნამახვან ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქცია დასრულდა: შემდგომი გეგმები

© Sputnik / STRINGERაქცია ქუთაისში
აქცია ქუთაისში - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2021
გამოწერა
იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, მომიტინგეები არ გამორიცხავენ აქციების თბილისში გადატანას და მოთხოვნების გაფართოებას

თბილისი, 14 მარტი – Sputnik. ქუთაისში „ნამახვანჰესის“  მშენებლობის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის ორგანიზატორები ღამეს ცენტრალურ მოედანზე გაათენებენ.

დღეს მასშტაბური საპროტესტო აქცია ქალაქის მთავარ მოედანზე ჩატარდა და მასში მონაწილეობა სხვადასხვა რეგიონებიდან ჩასულმა ათასობით ადამიანმა მიიღო.

რაც შეეხება აქციის მონაწილეების მოთხოვნებს, მომიტინგეები უკვე 4 თვეზე მეტია ითხოვენ, რომ თურქულმა კომპანიამ Enka Riniubels დატოვოს რიონის  ხეობა, ხოლო საქართველოს მთავრობამ გააუქმოს განკარგულება „ნამახვანი ჰესების კასკადის“ მშენებლობის შესახებ.

აქცია ქუთაისში - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2021
შსს „ნამახვან ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართავს

დღევანდელ აქციაზე ამ მოთხოვნებს კიდევ ერთი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას გადადგომა დაემატა. მომიტინგეების განცხადებით, თუ თურნავა არ გადადგება, მაშინ მათი პროტესტი უკვე საქართველოს დედაქალაქში გადაინაცვლებს და უკვე არსებულ მოთხოვნებს მთავრობისა და მისი მეთაურის გადადგომაც შეემატება.

„ხელისუფლებას შევახსენებთ – თუ თქვენ არ გვემსახურებით, მაშინ გაგიშვებთ და მოვიყვანთ იმ ხელისუფლებას, რომელიც ჩვენ გვემსახურება”, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის „რიონის ხეობის მცველები“ წარმომადგენელმა და აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა.

მისი თქმით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების რესურსი ამოწურულია, რადგან ჩაიშალა მთავრობის წარმომადგენლებთან დაგეგმილი შეხვედრა, რომელზეც „ნამახვან ჰესის“ ხელშეკრულების განხილვა უნდა მომხდარიყო.

როგორც ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, დღეს შეიქმნება ჯგუფები, რომლებიც ხვალიდან ნამოხვანში დადგმულ კარვებში მორიგეობას გააგრძელებენ.

აღსანიშნავია, რომ მომიტინგეების უმეტესობა პროტესტს პირბადის გარეშე გამოხატავდა, რომლის ტარებაც საქართველოში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე ბოლო დროს ღია სივრცეშიც სავალდებულოა.

აქცია ქუთაისში - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2021
„ნამახვანი ჰესის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ნათია თურნავას გადადგომა მოითხოვეს

აქციაზე მობილიზებული იყო პოლიცია, თუმცა მიტინგმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ აქციაში პოლიტიკოსები სიტყვით არ გამოსულან.

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს თურქულ კომპანია ENKA–სა და ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group–ს გადასცა. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის ტერიტორიებს დაიკავებს - ცაგერის და წყალტუბოს.

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტი მდინარე რიონზე გააერთიანებს ორ ჰესს - „ნამახვანს“ და „ტვიშს“, საერთო 433 მეგავატი დადგმული სიმძლავრით. პროექტის სავარაუდო

ღირებულება 750 მლნ დოლარს შეადგენს. მისი დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 15%–ით გაიზრდება.

ყველა ახალი ამბავი
0