შინაპატიმრობა: რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული ელექტრონულ სამაჯურს დააზიანებს?

© photo: Sputnik / Alexey Danichev / გადასვლა მედიაბანკშიელექტრონული სამაჯური მსჯავრდებულთათვის
ელექტრონული სამაჯური მსჯავრდებულთათვის - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
გამოწერა
სრულწლოვანებისთვის შინაპატიმრობა, როგორც სასჯელის ახალი სახე, საქართველოში 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. მანამდე ასეთი სასჯელი მხოლოდ არასრულწლოვანთა მიმართ გამოიყენებოდა.

შინაპატიმრობა ხელს უწყობს სასჯელის მოხდას საზოგადოებისგან იზოლირების გარეშე, მსჯავრდებულს ასეთ შემთხვევაში საშუალება ეძლევა არ მოსწყდეს ჩვეულ საცხოვრებელ გარემოს, ოჯახს და ა.შ.

დღევანდელ სტატიაში აგიხსნით, რას ნიშნავს შინაპატიმრობა, ვის ეხება, დაახლოებით რა რადიუსში შეუძლია შინაპატიმრობა მისჯილ პირს გადაადგილება, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული ელექტრონულ სამაჯურს დაკარგავს და ა.შ.

პატიმარი - Sputnik საქართველო, 1920, 04.01.2021
„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი: შეღავათი ქალ მსჯავრდებულებს და სტუდენტებსაც შეეხება

რას ნიშნავს შინაპატიმრობა

შინაპატიმრობა მსჯავრებულისთვის დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში თავის საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულების დაკისრებას ნიშნავს. შინაპატიმრობის დროს მსჯავრდებული თავის სახლში რჩება, მის გადაადგილებას კი ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით აკონტროლებენ. ელექტრონული ზედამხედველობის საშუალება გადამცემისა და მიმღებისგან შედგება. სწორედ გადამცემია ელექტრონული სამაჯური, რომელიც უფრო ხშირად ფეხზე მაგრდება ისე, რომ მისი მოხსნა დაზიანების გარეშე შეუძლებელია. მიმღები კი განთავსებულია მსჯავრდებულის საცხოვრებელ სახლში და მუდმივადაა შეერთებული დენის წყაროსთან.

ელექტრონული ზედამხედველობის საშუალება ელექტრონულადაა დაკავშირებული მონიტორინგის ცენტრთან და პერიმეტრის დარღვევის შემთხვევაში სიგნალი მონიტორინგის ცენტრს გადაეცემა. ამის შემდეგ დაიწყება შესაბამისი რეაგირება დარღვევაზე.

სტრასბურგი - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2020
ევროპის საბჭო პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების ფსიქოლოგიური მდგომარეობით ინტერესდება

ელექტრონული ზედამხვედველობის სისტემაში შეტყობინების სახით აისახება მიმღებსა და გადამცემზე რამდენიმე სახის ზემოქმედება: 6 საათის განმავლობაში გადამცემის უმოქმედო მდგომარეობა, გადამცემზე ტემპერატურის ცვლილება, დაზიანება, მიმღების გადაადგილება, ორი გადამცემის ერთმანეთთან მიახლოება და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულებისთვის მსაჯავრდებული იხდის ყოველთვიურ სავალდებულო გადასახდელს თვეში 100 ლარის ოდენობით. ეს წესი არ მოქმედებს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შემთხვევაში.

იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული განზრახ თავს აარიდებს შინაპატიმრობას, ეს სასჯელი შეიცვლება თავისუფლების აღკვეთით – განაჩენით დანიშნული შინაპატიმრობის ვადით, ანუ ის სასჯელს ციხეში მოიხდის.

დრო, რომლის განმავლობაშიც პირი სასჯელს ამ სახით იხდის, ჩაითვლება თავისუფლების აღკვეთის ვადაში და ის გაანგარიშდება პრინციპით: შინაპატიმრობის ერთი დღე – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.

შინაპატიმრობის მოხდის პერიოდში მსაჯავრდებულს ეკრძალება საქართველოს საზღვრის გადაკვეთა.  

ციხის შემოღობვა - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2020
პენიტენციური სამსახური: რამდენი პატიმარი შიმშილობს გლდანის ციხეში

ვის შეიძლება დაენიშნოს შინაპატიმრობა

შინაპატიმრობა შესაძლოა დაენიშნოს ნასამართლეობის არმქონე პირს 6 თვიდან 2 წლამდე ვადით.

შინაპატიმრობა გამოიყენება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის შემთხვევაში როგორც ძირითად, ასევე დამატებით სასჯელად. ბრალდების სიმძიმის მიხედვით, შინაპატიმრობა შესაძლოა დაეკისროს ქურდობაში, თაღლითობაში, თვითმკვლელობამდე პირის მიყვანაში მსჯავრდებულს და ა.შ.

შინაპატიმრობა არ დაენიშნება გაწვეულ სამხედრო მოსამსახურესა და ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირს. რადგან შინაპატიმრობის აღსრულება მოიცავს მსჯავრდებულისათვის საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულებას, შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირისთვის სასჯელის სახედ შინაპატიმრობის დანიშვნა მიზანშეწონილი არაა – ოჯახის წევრებისგან მოძალადის დისტანცირების აუცილებლობიდან გამომდინარე.

ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 22.01.2020
კრიმინალური სუბკულტურა და ძალადობა საქართველოს ციხეებში: ომბუდსმენის სკანდალური ანგარიში

რა რადიუსში შეუძლია შინაპატიმრობა მისჯილ პირს გადაადგილება

შინაპატიმრობის პირობებს ინდივიდუალურად ადგენს სასამართლო. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შინაპატიმრობა აღსრულდება ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით, რომლის გამოუყენებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პრობაციის ეროვნული სააგენტო.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული ელექტრონულ სამაჯურს დაკარგავს

თუ შინაპატიმრობის აღსრულებისას მსაჯავრებულმა ელექტრონული სამაჯური დაკარგა, ან დააზიანა, მას ეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. ხოლო თუ მსჯავრებული არასრულწლოვანია, ზიანი მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა აანაზღაუროს.

 

ყველა ახალი ამბავი
0