კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / Alexander Imedashviliკორონავირუსის ეპიდემია
კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 234 -ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 272.851-ს მიაღწია.

თბილისი,  7 მარტი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 234 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 135 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა.  ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ შიდა ქართლია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: 

იმერეთი - 27, შიდა ქართლი - 23, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 12, კახეთი - 12, აჭარა - 10, გურია - 7, ქვემო ქართლი - 4, მცხეთა-მთიანეთი - 2, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
ადამიანები საპროტესტო აქციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2021
საქართველო ვაქცინის მოლოდინში - რატომაა ქვეყანა დღემდე COVID-19-ის ვაქცინის გარეშე?

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 349 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 266.693-მდე.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 9 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ  3.576-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში  2.556 აქტიური შემთხვევაა.

კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 1.410 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  98, აჭარაში - 163, იმერეთში - 254.

267 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 78 პირი, მათგან  თბილისში – 49, აჭარაში- 3, იმერეთში - 11.

კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 133 ადამიანი, მათ შორის 93 - თბილისში, 24 - აჭარაში, 9 - იმერეთში.

საცხოვრებელ ბინაზე მკურნალობის კურსს 1.013 პირი გადის.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია 307 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 152, ხოლო აჭარაში - 19. თვითიზოლაციაში იმყოფება 5.719 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2.328 პირი, აჭარაში - 543, იმერეთში - 734.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 234-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 272.851-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0