Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„უნდა ნახოთ, როგორი მკაცრია, გული გაგისკდებათ...“ - ბაია კუზანოვა ნინო ნადირაძეზე

© Photo: Baia Kuzanova / FBბაია კუზანოვა
ბაია კუზანოვა - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2021
გამოწერა
ცნობილი ექიმების ოჯახში გაზრდილმა ბაია კუზანოვამ დედასთან დაკავშირებით ისაუბრა. ნახეთ როგორ ახასიათებს ახალბედა პლასტიკური ქირურგი ნინო ნადირაძეს

ნინო ნადირაძე და ბაია კუზანოვა „პოსტივის“ სტუმრობდნენ და დედა-შვილობის შესახებ ისაუბრეს. ბაიამ აღნიშნა, რომ ნინო საკმაოდ მკაცრი ადამიანია.

„მოდი ვაღიაროთ, რომ ნინო ძალიან მკაცრია. ჩემთან მიმართებაში ცოტა რთულია ამის თქმა, პირადად ჩემთვის არაფერი დაუშლია არასდროს, მაგრამ სულ იმას მეუბნებოდა, უნდა ვიცოდე, სად ხარო, რომ თუკი დამჭირდა, მოგძებნოო. მაგრამ სამსახურში უნდა ნახოთ, როგორი მკაცრია, გული გაგისკდებათ. ასეა ნამდვილად, თუმცა ეს უფრო მეტად სამართლიანი სიმკაცრეა“, - აღნიშნა ბაიამ.

ცნობილი ექიმების ნინო და გუგა კუზანოვების შვილი ახალბედა დედაა. ბებიამ და ბაბუამ სამშობიაროდან შვილიშვილთან ერთად გადაღებული ფოტო 3 აგვისტოს გამოაქვეყნეს. ბაია კუზანოვა, თავის მხრივ, პატარა ბიჭუნას მოვლას, ოპერაციებზე დასწრებას, პლასტიკურ ქირურგიაში მონაწილეობას და მეგობრებთან ერთად დროის გატარებასაც ახერხებს.

ბაია კუ­ზა­ნო­ვა 2019 წელს გა­თხოვ­და. ახალ­გაზ­რდა ექი­მის მე­უღ­ლე გი­ორ­გი ბეჟაშ­ვი­ლია. და­ქორ­წი­ნე­ბამ­დე წყვილს ხან­გრძლი­ვი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებ­და, თუმ­ცა ყო­ველ­თვის ცდი­ლობ­დნენ მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში არ მოხ­ვედ­რი­ლიყ­ვნენ. „თა­ვად რო­გორც უნ­დო­დათ, ზუს­ტად ისე­თი ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­დეს. ბა­ი­ას სურ­ვი­ლით ქორ­წი­ლი ჩვე­ნი სახ­ლის ეზო­ში გა­და­ვი­ხა­დეთ, ვერ გვე­ლე­ვა. რეტ­რო სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნი­ა­ლი იყო, შავი ძვე­ლი ბე­ემ­ვე­თი მო­ვიდ­ნენ“, – ამბობდა ნინო კუზანოვა.

ნინო და გუგა კუზანოვებმა ოჯახი 27 წლის წინ შექმნეს, ექიმები 1993 წელს შეუღლდნენ. ურთიერთგაგებითა და ერთმანეთის მხარდაჭერით ბევრს მიაღწიეს, დღემდე ქართულ შოუბიზნესში ერთ-ერთ გამორჩეულ წყვილად ითვლებიან.

ყველა ახალი ამბავი
0