19:13 23 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1530
  • 100 RUB4.5220
  • USD3.4462
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
62 0 0

ოპოზიციური პარტიის ლიდერების განმარტებით, საპროტესტო აქციები იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

 

თბილისი, 4 მარტი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა ნიკა მელიას გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო ავტომსვლელობა მოაწყვეს.

ავტოკოლონა თბილისიდან რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებისკენ, სადაც ნიკა მელია წინასწარ პატიმრობაში იმყოფება,  13:00 საათზე დაიძრა. 

Автопробег из Тбилиси в Рустави в поддержку Ники Мелия 4 марта 2021 года
© Sputnik / Alexander Imedashvili
ოპოზიციამ თბილისიდან რუსთავის ციხემდე საპროტესტო ავტომსვლელობა მოაწყო

აქციის მონაწილეები რუსთავის ციხესთან პლაკატებით „გაუმარჯოს მელიას“ „თავისუფლება მელიას“ მივიდნენ და მხარდაჭერა გამოუცხადეს მათ ლიდერს.

 „თავისუფლება ნიკა მელიას – ეს ჩვენი მთავარი სლოგანია. დღეს ჩვენ რუსთავის ციხესთან მოვედით, რათა კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ, რომ  ნიკა მელია უკანონო პატიმარია.  მან რაც შეიძლება მალე უნდა დატოვოს საპატიმრო. მისი გათავისუფლება ჩვენთვის  პირველი სიგნალი იქნება იმისა, რომ ხელისუფლება მოლაპარაკებებისთვის მზადაა“, – განაცხადა ჟურნალისტებთან „ნაცმოძრაობის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა.

შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმმა მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია პარტიის ოფისში 23 თებერვალს დააკავა. 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა. 

ნიკა მელიას დაკავებამ საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გამწვავების საფუძველი გახდა.

მთავარი თემები