პირველკლასელთა რეგისტრაცია: სამინისტრომ ვადები და ეტაპები განსაზღვრა

© photo: Sputnikსკოლა
სკოლა - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
გამოწერა
2021-2022 სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებათ.

თბილისი, 4 მარტი - Sputnik. მომავალი სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა, იუწყება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინიტრო.

უწყების ცნობით, რეგისტრაცია ოთხ ეტაპად ჩატარდება.

I ეტაპი  -  ამ ეტაპზე სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვები.

სკოლა - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
განათლების სამინისტრო სკოლებში უსაფრთხოებაზე კონტროლს აგრძელებს

სამინისტროს ინფორმაციით, საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს: ფიზიკური შეზღუდვა; ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; სწავლის უნარის დარღევა; სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); მეტყველების განვითარების დარღვევა; ქცევითი და ემოციური დარღვევა; გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს და ასევე აუტიზმის სპექტრის მქონე  ბავშვი. 

I ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობელები განცხადებით იმ საჯარო სკოლას მიმართავენ, სადაც შვილის შეყვანა სურთ. სკოლის ადმინისტრაცია კი, თავის მხრივ, ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს.

  • I ეტაპი გაგრძელდება 2021 წლის 15 მარტიდან 2021 წლის 26 მარტის ჩათვლით. რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენის პერიოდია 2021 წლის 29 მარტიდან 24 აპრილის ჩათვლით.

იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ ბავშვების რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე განახორციელონ.

დედა–შვილი–პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2021
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის რეკომენდაციები შემუშავდა

II ეტაპი - სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა ან და-ძმა სწავლობს იმავე სკოლაში, ან მშობელია სკოლის თანამშრომელი და/ან ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. 

ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.

  • II ეტაპი 27 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

III ეტაპი - ეს უკვე საყოველთაო რეგისტრაციაა, რომელივ განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე www.emis.ge. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

მოსწავლეები და მასწავლებლები ინტერნეტზე შეღავათიანი ფასით ისარგებლებენ: რა ეღირება პაკეტი>>

  • III ეტაპი 13 მაისიდან დაიწყება და 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

IV ეტაპი - სკოლებში ამ დროს გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე. 

  • IV ეტაპი 24 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად შემდეგი  დოკუმენტებია საჭირო:

  1. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
  2. მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ყველა ახალი ამბავი
0