დიდი ალბათობით საქართველო ვაქცინას ინდოეთიდან მიიღებს

© AP Photo / Matias Delacroixვაქცინა
ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
გამოწერა
როდის მიიღებს საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, საიდან და რა რაოდენობით – აღნიშნულ საკითხებზე პოლემიკა სულ უფრო აქტუალური ხდება.

თბილისი, 4 მარტი – Sputnik. საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების ყველაზე დიდი შანსი ინდოეთიდან აქვს, თუმცა მოლაპარაკებები მიდის ჩინეთთან და დასავლეთთანაც, განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ. 

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
ცერცვაძე: საქართველო ივნისის ბოლოს Novavax-ის ვაქცინის მილიონ დოზას მიიღებს

„ჯანმოს მიერ აღიარებული ვაქცინების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი არის ინდოეთი, საიდანაც ახლა ყველაზე მეტი შანსია ვაქცინების მიღების. ასევე მიდის გარკვეული მოლაპარაკებები ჩინურ მხარესთანაც და დასავლელ პარტნიორებთანაც. იყო დაპირებები, მაგრამ, სამწუხაროდ, თავად ევროპის ქვეყნები ვერ ახერხებენ საკმარისი რაოდენობის ვაქცინების მიღებას, რომ ჩვენც გვიწილადონ“, – განაცხადა იმნაძემ.

მისი თქმით, მსოფლიო ბაზარზე ვაქცინების დეფიციტია, მწარმოებლებმა კი ვერ შეძლეს წარმოების ისე გაფართოება, რომ მოთხოვნა დაკმაყოფილებულიყო. ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც მოსახლეობის ვაქცინაციის მხრივ მაღალი მაჩვენებელი აქვს, ისრაელია (30%), შემდეგ მოდიან აშშ (20%) და ევროკავშირი (7%).

COVAX–პლატფორმამ ვაქცინებით პირველ რიგში იმ ქვეყნების მომარაგება დაიწყო, რომლებიც დონორთა დახმარებაზე არიან დამოკიდებული. ისინი ვაქცინას ძალიან შეღავათიან ფასებში იღებენ, განსხვავებით იმ ქვეყნებისგან, რომლებიც თვითდაფინანსებით არიან და ვაქცინაში ფულს იხდიან. ამ ქვეყნების ჩამონათვალში შედის საქართველოც. 

Pfizer-BioNTech–ის ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
გაბუნია: სავარაუდოდ მარტის ბოლომდე გვეცოდინება, როდის შემოვა Pfizer-ის ვაქცინა

ადრე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ COVAX–პლატფორმამ საქართველოს ჩათვლით 18 ქვეყანა განსაზღვრა, რომლებიც Pfizer-ის ვაქცინას გამონაკლისის სახით მიიღებენ.

გაბუნიას თქმით, Pfizer-ის ვაქცინასთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაცია კვირის ბოლოს გაიმართება, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის სავარაუდო ვადების განსაზღვრა.

საუბარი ასევე მიდის ქვეყანაში კიდევ ერთი, ამერიკული წარმოების Novavax-ის ვაქცინის შემოტანაზე. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანა ივნისში 1 მლნ დოზა ამერიკულ ვაქცინას მიიღებს. Novavax ითვალისწინებს ორ აცრას, ისევე, როგორც AstraZeneca და Pfizer.

რაც შეეხება AstraZeneca-ს ვაქცინას, საქართველო ამ ვაქცინის მიღებას მაისის ბოლომდე ვარაუდობს.

ყველა ახალი ამბავი
0