COVID-19 საქართველოში – 4 მარტის მონაცემები

© AP Photo / Lee Jin-manექიმები კლინიკაში
ექიმები კლინიკაში - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
გამოწერა
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 10.678 კვლევა ტესტით. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,25%, ბოლო 14 დღის – 1,65%, ბოლო 7 დღის – 1,25%.

თბილისი, 4 მარტი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 133-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 271.872-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 266.081 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 276), გარდაიცვალა – 3.553 (ბოლო 24 საათში – 12), კარანტინის რეჟიმშია 316, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.426 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 150 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 10.678 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5.456, PCR-ტესტით – 5.222.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,25%, ბოლო 14 დღის – 1,65%, ბოლო 7 დღის – 1,25%.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0