Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„დადგა დრო, რომ, ბოლო-ბოლო, გავთხოვდე“ – ხატია წერეთელი თავისუფლებას თმობს?

© Photo: Sikete martivia / FBხატია წერეთელი
ხატია წერეთელი - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
გამოწერა
ხატია წერეთელმა სოციალურ ქსელში ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად გადაღებული რომანტიკული ფოტო გამოაქვეყნა.

მომღერალი ხატია წერეთელი გათხოვებას აპირებს. ამის შესახებ მომღერალმა ტელეკომპანია PostTV-ს გადაცემაში „სიკეთე მარტივია“ განაცხადა და აღნიშნა, რომ შეყვარებული არაა, თუმცა გადაწყვიტა, რომ დადგა დრო, როცა ცხოვრება უნდა დაუკავშიროს კაცს, რომელსაც დიდი ხანია უყვარს და მასზე ზრუნავს.

მომღერლის თქმით, საყვარელი მამაკაცი საქართველოში არ ცხოვრობს, მას 2007 წლიდან იცნობს და 2009 წლიდან ელოდებოდა, როდის ეტყოდა ცოლობაზე თანხმობას, თუმცა აქამდე თავს იკავებდა. ხატიას თქმით, კაცი ქართველი არ არის, თუმცა შეყვარებულია საქართველოზე და დაქორწინების შემდეგ საქართველოში ცხოვრებას აპირებს. მომღერლის თქმით, ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, დათმობს თუ არა თავისუფლებას.

მას შემდეგ, რაც ხატია წერეთელი შეყვარებულს დაშორდა, განსაკუთრებით გააქტიურდა სოციალურ ქსელში. მომღერალმა „სიცრუის დეტექტორში“ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მისი ყოფილი შეყვარებული იმედო ვახტანგიშვილი საკუთარი ცხოვრებიდან თავად გაუშვა.

რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ხატიას შეყვარებულმა იმედა ვახტანგიშვილმა ცოლი მოიყვანა და ამის შესახებ თავად ხატიამ დაწერა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე. მომღერალი წერდა, რომ სამწუხაროდ გვიან აღმოაჩინა, რომ საყვარელი მამაკაცი ალფონსი იყო. აღმოჩნდა, რომ მომღერლის პარალელურად კაცი სხვა ქალსაც ხვდებოდა, რომელზეც, როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, დაქორწინდა კიდეც.

ხატია წერეთელი საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მსმენელმა იხილა ქართული ბაზრისთვის სკანდალური, ეროტიკული ხასიათის მისი კლიპი - „შენთან სექსი მაგარია“. კლიპი მართლაც რომ პროვოკაციული აღმოჩნდა, ხატია კი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ ის საყვარელ „ვალენტინს“ მიუძღვნა, რომელზეც ყურებამდეა შეყვარებული.

კლიპში მონაწილე იმედა ვახტანგიშვილმა და ხატია წერეთელმა დაადასტურეს, რომ პარტნიორები იყვნენ და ერთად ყოფნა მოსწონდათ, თუმცა ამ ურთიერთობას შეყვარებულების სახელს მაინცდამაინც არ არქმევდნენ. თუმცა რამდენიმე ხნის წინ გაირკვა, რომ წყვილი სკანდალურად დაშორდა.

ყველა ახალი ამბავი
0