Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„თვალები აუხვიეს და გაიტაცეს...“ – რა შეემთხვა მომღერლის მამას?

© Facebook / Nodiko Tatishviliნოდიკო ტატიშვილი
ნოდიკო ტატიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
გამოწერა
ნოდიკო ტატიშვილი ვარსკვლავებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია, რომელიც მშობლებს განსაკუთრებულად ანებივრებს.

ცნობილი ქართველი მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი გადაცემაში „ფარული კონვერტი“ მისი ოჯახის ყველაზე მძიმე პერიოდზე ალაპარაკდა. როგორც გადაცემაში სტუმრობისას ტატიშვილმა განაცხადა, წლების წინ რკინიგზის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა გია ტალახაშვილმა მამამისი კორნელი ტატიშვილი გაიტაცა.

მომღერალი იხსენებს, რომ ამ დროს 15 წლის იყო და ყველაზე მძიმედ ახსოვს ეს დრო. აღმოჩნდა, რომ ნოდიკოს მამას ჰქონდა იჯარით აღებული ფართი რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე, რომელსაც აქირავებდა. და რადგან შევარდნაძის პერიოდი იყო და არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი გამართულად არ მუშაობდა, უქმნიდნენ პრობლემას, აიძულებდნენ ის ტერიტორია დაეტოვებინა.

ნოდიკო ტატიშვილის თქმით, მამამისს ხელოვნურად დაადეს დიდი ოდენობით ვალები და მას ათასგვარი ბინძური მეთოდით დაუწყეს ბრძოლა. „ფიზიკურად წარმოუდგენელი იყო, მამას იმდენი ვალები ჰქონოდა. დაიწყო ბრძოლა და მივხვდით, ვერაფერს ვერ ვაკეთებდით. მამა ამ პიროვნებას ებრძოდა კომრპომატებით და ამ კომპრომატების გამო გაიტაცეს კიდეც. როდესაც ცვლა დაამთავრა, ტრანსპორტში ჩაჯდა, თვალები აუხვიეს და გაიტაცეს. სახლში როცა არ მოვიდა, მივხვდით, რაღაც ცუდი ხდებოდა“, – იხსენებს მომღერალი.

მისი თქმით, მამა სამი დღე ჰყავდათ თვალებახვეული. ძალადობა არ ყოფილა. ბოლო, მესამე დღეს სკამზე გადააფარეს ცელოფანი, დასვეს მამა, მიადეს იარაღი და უთხრეს, თუ არ გვეტყვი სადაა კომრომატები, აქვე დაამთავრებ ცხოვრებასო, რაზეც მომღერლის მამამ უთხრა, მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე ჩემმა შვილებმა იცოდნენ, რომ ლაჩარი მამა ჰყავთო.

„როცა მამა გაიტაცეს, მე დავურეკე გია ტალახაშვილს და ვუთხარი, კორნელი ტატიშვილის შვილი ვარ-მეთქი. მივედი მასთან, მახსოვს, ხელი ვაბრახუნე მაგიდაზე და ვუთხარი, მამა სასწრაფოდ გამოეშვა სახლში. დავპირდი, რომ ამ ამბავს ასე არ დავტოვებდი. უკეთესი იქნება, სადმე თუ არ გადამეყრება. ის კომპრომატები დღემდე შენახული გვაქვს”, – გაიხსენა ნოდიკო ტატიშვილმა.

33 წლის შემსრულებელი მრავალი საერთაშორისო კონკურსის მონაწილეა. მათ შორის არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მუსიკალური კონკურსი „ევროვიზია“. 2013 წელს ნოდიკო ტატიშვილი სოფო გელოვანთან ერთად, თბილისში ჩატარებულ შესარჩევ კონკურსში გამარჯვების შემდეგ, „ევროვიზიაზე“ გაემგზავრა. კონკურსი შვედეთის ქალაქ მალმიოში ჩატარდა. აქ ნოდიკომ და სოფომ საკუთარი თავი ღირსეულად წარადგინეს, თუმცა სიმღერამ Waterfall მათ მე-15 ადგილი არგუნა.

ყველა ახალი ამბავი
0