COVID-19 საქართველოში – 27 თებერვლის მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 264.589  ადამიანი (ბოლო 24 საათში – 542), გარდაიცვალა – 3.499  (ბოლო 24 საათში – 14), კარანტინის რეჟიმშია 332, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.481 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 164 ადამიანი იმყოფება. 

თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 373-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 270.510 -ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 264.589  ადამიანი (ბოლო 24 საათში – 542), გარდაიცვალა – 3.499  (ბოლო 24 საათში – 14), კარანტინის რეჟიმშია 332, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.481 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 164 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 34.933 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23.966, PCR–ტესტით – 10.967.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,07%, ბოლო 14 დღის - 2,07%, ბოლო 7 დღის - 1,76%.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0