Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნინი ბადურაშვილის გლამურული მოგზაურობა - სად ისვენებს მომღერალი პანდემიის დროს?

© Facebook / Nini Badurashviliნინი ბადურაშვილი
ნინი ბადურაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2021
გამოწერა
ნინი ბადურაშვილმა საოცარი არდადეგები მოიწყო. სად და ვისთან ერთად ისვენებს ელეგანტური მომღერალი და ტელეწამყვანი?

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად ცნობილები საზღვარგარეთ მოგზაურობენ. მათ შორის აღმოჩნდა ცნობილი არტისტი, რომელმაც ზამთრის პერიოდში ზაფხულის კურორტზე ამოყო თავი. ნინი ბადურაშვილი უმცროს დასთან ქეთევანთან ერთად  გაერთიანებულ ემირატებს ეწვია. მისი გლამურული ფოტოები გულგრილს არავის ტოვებს.

ეკა კახიანს სამი ქალიშვილი სხვადასხვა ქორწინებიდან ჰყავს. მიუხედავად ამისა, გოგონები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. წლიდან წლამდე მომღერალ დედას სულ უფრო ემსგავსებიან. თავად ეკა კახიანს კი წლები ვერაფერს აკლებს. ნინი ბადურაშვილი, ანასტასია და ქეთევან თოფურიძეები დედასთან ერთად ხშირად პოზირებენ, თუმცა ნინი და ქეთევანი ქალბატონების ამ გუნდს დროებით გამოეთიშა. კახიანების შვილიშვილები დუბაიში გაფრინდნენ.

ბადურაშვილი დიდი ხანია პირად ცხოვრებაზე აღარ საუბრობს, თუმცა მას სხვადასხვა მამაკაცებთან ურთიერთობას აბრალებენ. ბადურაშვილის ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა. ის 2012 წლის ოქტომბერში გათხოვდა ბიზნესმენ ირაკლი კუტალაძეზე. ირაკლიმ და ნინიმ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდნენ. თუმცა ხმები მათი დაშორების შესახებ ძალიან მალე გავრცელდა, რაც შემდეგ ბადურაშვილის „საქართველოს ვარსკვლავის“ ჟიურიში გამოჩენამაც გაამყარა.

ქართველი ვარსკვლავი ქმარს 2013 წელს, ქორწინებიდან ოთხ თვეში დაშორდა. ყველაფერს ფარდა მომღერლის მეუღლემ ირაკლი კუტალაძემ ახადა, როდესაც ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში სკანდალური განცხადებები გააკეთა. „ძნელია იმის აღიარება, რომ შენს ცოლს საერთოდ არ სჭირდები“, – ამბობდა ირაკლი.

ყველა ახალი ამბავი
0