ნადირობის სეზონი იხურება: რა ემუქრება ბრაკონიერებს საქართველოში

© Pixabay / sluehr3gსანადირო თოფი
სანადირო თოფი - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2021
გამოწერა
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 14 აგვისტოს გაიხსნა და 28 თებერვალს დასრულდება. 1 მარტიდან კი ნადირობისთვის პირს შესაბამისი ჯარიმის გადახდა მოუწევს

თბილისი, 26 თებერვალი - Sputnik. 1 მარტიდან საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება, იუწყება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

მარტიდან ნადირობის შემთხვევაში პირს შესაბამისი საჯარიმო სანქციის გადახდა მოუწევს. ბრაკონიერებს ჩამოერთმევათ ნანადირევი და თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ასევე შესაძლებელია, პირს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ჩამოერთვას.

ნადირობა - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2020
საქართველოში უკანონო ნადირობის 304 შემთხვევა გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ნადირობის მოყვარულებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან კანონი და დაწესებული ვადები.

ნადირობის სეზონი მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში გაიხსნება.

ყოველწლიურად საქართველოს ტერიტორიას მილიონზე მეტი გადამფრენი ფრინველი გადაუფრენს. სეზონზე ნადირობა იკრძალება ქალაქებში, ასევე დაცულ ტერიტორიებთან 500 მეტრის რადიუსში.

ნადირობის დროს იკრძალება მცენარეული საფარის დაწვა, გარეული ფრინველის კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება, ცხოველთა მასობრივი მოპოვებისთვის სხვადასხვა მოწყობილობის გამოყენება, ნადირობა თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან. დაუშვებელია სტიქიური უბედურებების შედეგად დასუსტებული ცხოველების მონადირება.

ყველა ახალი ამბავი
0