პირველად საქართველოში დასაქმების ონლაინ ფესტივალი ჩატარდება

© Sputnik / Alexander Imedashviliადამიანები პირბადეებით ქუჩაში
ადამიანები პირბადეებით ქუჩაში - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2021
გამოწერა
ფესტივალი გამიზნულია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის. ღონისძიების ამოცანაა დასაქმების ხელშეწყობა და სამსახურის მაძიებლების დამსაქმებლებთან დაკავშირება.

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. პირველად საქართველოში 1-დან 5 მარტის ჩათვლით დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ჩართულობითა და HR hub-ისა და „World Vision საქართველოს“ ორგანიზებით ჩატარდება დასაქმების ონლაინ ფესტივალი – „გაესაუბრე საიდანაც გინდა”, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტოს ცნობით, ღონისძიების მიზანია დასაქმების ხელშეწყობა და სამსახურის მაძიებლების დამსაქმებლებთან დაკავშირება.

ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
ქვეყნის ყოველი მეხუთე შრომისუნარიანი მოქალაქე უმუშევარია - ახალი სტატისტიკური მონაცემები

დასაქმების ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 30-მდე კომპანია და 200-მდე ვაკანსია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ფესტივალი გამიზნულია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.

ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომელთა ნახვაც კანდიდატებს შეუძლიათ სპეციალურ ბმულზე: shorturl.at/jkvL6.

დასაქმების მსურველები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ კი მათთვის ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრები დამსაქმებლებთან, რომლებიც კანდიდატების დასაქმების გადაწყვეტილებას კონკრეტული ვაკანსიების მოთხოვნების შესაბამისად მიიღებენ.

მოსახლეობის დასაქმების პოლიტიკა საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია>>

სამუშაოს მაძიებლებთან შეხვედრის დროს კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ, თუ რა ვაკანსიები და შეთავაზებები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტული უპირატესობა, როგორ სამუშაო გარემოს სთავაზობენ დასაქმების მსურველებს. დასასრულ კი სამუშაოს მაძიებლებს კითხვების დასმის საშუალება ექნებათ.

შეხვედრები გაიმართება ონლაინ Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით. დასაქმების ფესტივალში და მასტერ-კლასებზე დასასწრებად დარეგისტრირდით ბმულზე:https://forms.gle/ThsrUGNZLLAA1nXx8.

 HeidelbergCement  - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2020
საქართველოში ბიზნეს–სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 6,4%-ით შემცირდა

დარეგისტრირების შემდეგ, კომპანიის ონლაინ სესიის წინ მონაწილეები მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებენ Zoom-ის ლინკს, რომლის მეშვეობითაც პირდაპირ მოხვდებიან მათ მიერ წინასწარ შერჩეული დამსაქმებლების სესიებზე.

2020 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ქვეყანაში უმუშევრობის შესამცირებლად ცალკე უწყება ამოქმედდა – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო. ის ასრულებს შუამავლის როლს სამსახურის მაძიებლებსა და ბიზნესს შორის. ის აღრიცხავს სამსახურის მაძიებლებს, სწავლობს შრომის ბაზარს და ქვეყანაში შრომის ბაზრის საკითხებზე რეკომენდაციებს იძლევა.

საქართველოს მთავრობამ დასაქმების ხელშეწყობის 2021 წლის პროგრამა დაამტკიცა>>

„საქსტატის“ ცნობით, ქვეყნის ყოველი მეხუთე შრომისუნარიანი მოქალაქე უმუშევარია. უმუშევრობის დონე 2020 წლის IV კვარტალში 3,8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით და 20,4% შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0