Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მინისტრი ჯანზე უნდა იყოს!“ – ეკა ხოფერიას თამამი განცხადება – როგორ ვარჯიშობს ჟურნალისტი?

© Photo: Eka Khoperia / FBეკა ხოფერია
ეკა ხოფერია - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2021
გამოწერა
ამ ამპლუაში ყოფილი ჟურნალისტი პირველად გაგვეცნო. ეკა ხოფერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად დაინიშნა. საქმიანობის პარალელურად სოციალურ ქსელში თამამი განცხადება გაავრცელა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად ჟურნალისტი ეკა ხოფერია გასული წლის ბოლოს დაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ 29 დეკემბერს გავრცელდა. ახლა კი ეკა „ჯანზე“ ყოფნას აპირებს და ამის შესახებ საკუთარ გვერდზე წერს.

პანდემიისგან გამოწვეული შეზღუდვების გამო ცნობილი ჟურნალისტი მოდუნდა და, როგორც ჩანს, საკუთარ სხეულს ყურადღებას ვერ აქცევს. ამის მიზეზი სპორტდარბაზების დახურვა გახდა. ამასთან დაკავშირებით ეკა ხოფერია Instagram-ის გვერდზე განცხადებას ავრცელებს. „მზად ვარ სკაფანდრით ვივარჯიშო, ოღონდ ვივარჯიშო... მინისტრი ჯანზე უნდა იყოს!“ – დაწერა ეკა ხოფერიამ.

ხოფერიების ოჯახი აფხაზეთიდანაა. ეკა ხოფერია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ჟურნალისტია. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ტელევიზიაში მუშაობდა, მათ შორის იყვნენ „იბერია", „რუსთავი2", „იმედი". ეკა ხოფერია ჟურნალ „სითის“ დამფუძნებელია და მას 11 წელი უძღვებოდა.

ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა სოციალური ქსელი უფრო მეტად გაააქტიურა. მან ისიც აღნიშნა, რომ მისი ცხოვრების ამ ეტაპზე თანამდებობამ სავიზიტო ბარათიც აჩუქა, რაც პირველად მოხდა. „რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს ჩემს ცხოვრებაში პირველი სავიზიტო ბარათია და მე ამით ამაყი ვარ“, – გაანდო მან „ფოლოვერებს“.

ყველა ახალი ამბავი
0