რა წესები ვრცელდება საქართველოში შემომსვლელ უცხოელ სტუდენტებზე

© photo: Sputnik / Stringerდაცარიელებული თბილისის აეროპორტი
დაცარიელებული თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
გამოწერა
ქვეყანაში უცხოელი სტუდენტების შემოსვლის დეტალურ წესებსა და პირობებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აქვეყნებს

თბილისი, 24 თებერვალი - Sputnik. უცხოელი სტუდენტები, რომლებიც კორონავირუსზე აცრილი არიან (ორივე დოზით), საქართველოში შემოსვლას წინასწარი რეგისტრაციის, PCR-ტესტისა და კარანტინის გავლის გარეშე შეძლებენ.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
საქართველოში ე.წ. ბრიტანული შტამის სამი შემთხვევაა დადასტურებული

ქვეყანაში უცხოელი სტუდენტების შემოსვლის დეტალურ წესებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება თავის Facebook -გვერდზე აქვეყნებს.

სტუდენტები, რომლებიც კორონავირუსზე აცრილები არ არიან, ორ კატეგორიად იყოფიან.

პირველი ჯგუფი არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ისრაელის, თურქეთის, შვეიცარიის, ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთის, საუდის არაბეთის, ყატარის, არაბთა გაერთიანებული საემიროებისა და ბაჰრეინის მოქალაქეები.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე მათ უნდა შეავსონ სპეციალურ ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიეთითოს ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ.

საქართველოში შემოსვლისას სასაზღვრო პუნქტზე უნდა წარადგინონ უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს უზრუნველყონ საკუთარი ხარჯით PCR კვლევის ჩატარება. ისინი არ დაექვემდებარებიან სავალდებულო კარანტინს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ბოლო 14 დღის განმავლობაში დაუფიქსირდება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ან ჩრდილოეთ ირლანდიაში მოგზაურობის ისტორია.
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
შეზღუდვები, რომლებიც 25 თებერვლიდან  შემსუბუქდება - სრული ჩამონათვალი

ყველა სხვა ქვეყნებიდან გამომგზავრებამდე უცხოელი სტუდენტები 10 სამუშაო დღით ადრე უნდა დარეგისტრირდნენ საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე - „StopCov.ge“ და შეავსონ სპეციალური ფორმა.

საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით თანხმობის ან უარის შესახებ ინფორმაციას უცხოელ სტუდენტებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

ისინი, ვინც მიიღებენ საქართველოში შემოსვლის თანხმობას, ვალდებულნი არიან, ქვეყანაში შემოსვლისას წარადგინონ საქართველოში შემოსვლამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, საკუთარი ხარჯებით გაიარონ სავალდებულო 8-დღიანი კარანტინი, რომლის გავლის შემდეგ საკუთარი ხარჯებით ჩაიტარონ PCR ტესტირება.

გარდა ამისა, ყველა, ვინც ბოლო 14 დღის განმავლობაში ნამყოფია დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში, 12-დღიან კარანტინს გაივლის.

დეტალურ ინფორმაციას შეიძლება გაეცნოთ აქ:

ყველა ახალი ამბავი
0