გამყრელიძე: საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 10%-ით  შემცირდა

© Sputnik / Alexander Imedashviliეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
გამოწერა
დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის შეფასებით პირბადის ტარების მაჩვენებლის კლება იმაზე  მიანიშნებს, რომ მოსახლეობა კვლავ იქმნის ილუზიას კორონავირუსის დამარცხებასთან დაკავშირებით.

 

თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის ბოლო კვირის მონაცემებით, საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 72%–დან 62%–მდე შემცირდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. 

ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2021
უფრო მეტს გადაიხდით: პირბადის ტარების რეჟიმის დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება

საქართველოში ბოლო შვიდ დღეში კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 2,36%–მდე შემცირდა. გამყრელიძის განმარტებით, ვინაიდან  ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი შემცირდა, მოსახლეობამ არ უნდა შეიქმნას ილუზია, რომ კორონავირუსი დამარცხებულია.

გამყრელიძის განმარტებით, ქვეყანაში დღეს არსებული ეპიდვითარების გაუმჯობესების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა მაქსიმალურად დაიცვან პირბადის ტარების წესი.

„ყოველივე ეს იმაზე მეტყველებს, რომ რადგან ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სტაბილურდება, კვლავ ვქმნით ილუზიას, რომ  კორონავირუსი დავამარცხეთ, არადა, 400  ყოველდღიური შემთხვევა არ არის ცოტა საქართველოსთვის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, თუ ქვეყანაში პირბადის გამოყენება 95%-მდე გაიზრდება, მაისისთვის ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 20-30 შემთხვევა იქნება.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, მოქალაქეებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში მოქმედი წესები – პირბადის ტარება, დისტანცია –  მკაცრად დაიცვან.

საქართველოში ღია და დახურულ საზოგადოებრივ სივრცეში პირბადის სავალდებულო ტარების რეჟიმი 2020 წლის ნოემბრიდან მოქმედებს. 

ადამიანები სკვერში პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

მიმდინარე წლის თებერვალში პარლამენტმა მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, რომლის თანახმად, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ და ღია საჯარო სივრცეში  პირბადის ტარების წესის  განმეორებით დარღვევისთვის ჯარიმის ოდენობა ორმაგდება.  

ამ დრომდე კანონი ითვალისწინებდა პირის 20 ლარით დაჯარიმებას იმ შემთხვევაში, თუ პირბადის ტარების წესი დარღვევა დახურულ სივრცეში ფიქსირდებოდა. ცვლილებების თანახმად კი იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე დახურულ ან ღია საჯარო სივრცესა და ტრანსპორტში პირბადის წესის დარღვევისთვის განმეორებით დაჯარიმდება, სანქციის ოდენობა 40 ლარი იქნება.

22 თებერვლის მონაცემებით, პოლიცამ ბოლო 24 საათში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 519 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 443 -ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 269.438-ს მიაღწია.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0