სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა

© AFP 2024 / WANG ZHAOლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 23-მა პაციენტმა დაამარცხა, საკარანტინო სივრცეში კი 99 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი. 

ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
COVID-19 საქართველოში – 24 თებერვლის მონაცემები

რეგიონის მასშტაბით არსებულ ექვს კოვიდ–ცენტრში 101 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, რვა პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 39 კოვიდ-პაციენტი გადის – ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სენაკის „სენამედის“ კლინიკაში იმყოფება ცხრა კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმეა ერთი. ფოთის კლინიკაში იმყოფება 26 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე ორი პაციენტია. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ცხრა პაციენტი მკურნალობს, ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში რვა პაციენტი მკურნალობს. სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 10 პაციენტი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 443-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 269.438 -ს მიაღწია.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

 

 

ყველა ახალი ამბავი
0