ერთი შეხედვითაც მარტივი მისახვედრია, რომ ნიკოლა კალაძე „პატარა უფლისწულს“ ემსგავსება. ეს შეუდარებელი ნაწარმოებიც ფრანგულია და ბიჭუნაც ფრანგი არისტოკრატების ოჯახში გაზრდილს სულ უფრო და უფრო დაემსგავსა. ამაში დიდი როლი ანუკის მიუძღვის. რამდენიმე თვეში დიზაინერი საბავშვო კოლექციის გამოშვებას გეგმავს, რომელიც ნიკოლა კალაძის სტილშია შექმნილი. ხოლო მანამდე წარმატებული ანუკი არეშიძე ვაჟს ძვირადღირებული მანქანებით ანებივრებს. უახლესი ფოტო წყნეთის თოვლიანი აგარაკის ეზოშია გადაღებული.
View this post on Instagram
4 სექტემბერს ცნობილი ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი ნიკოლა კალაძე ორი წლის გახდა. ყოფილი ფეხბურთელი და ამაჟამად თბილისის მერი კახა კალაძე და ანუკი არეშიძე 12 წელია ერთად არიან. წყვილმა ერთმანეთი მილანში 2008 წელს გაიცნო, მათ ოფიციალურად 2013 წელს იქორწინეს. 2019 წლის ზაფხულში წყვილმა ჯვარიც დაიწერა და ყველაზე უმცროსი ვაჟი – პატარა ნიკოლა მონათლა.
მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლა ოჯახის ყველაზე მოუსვენარი წევრია, უფროსი ძმები მის მორჯულებას სხვადასხვა ხერხებით ახერხებენ. ბიჭები ერთად ცეკვავენ, წყნეთის აგარაკის ეზოში ფეხბურთს თამაშობენ, ძაღლებს უვლიან ან მამასთან ერთად სკუტერით ერთობიან. ნიკოლა კალაძეც ცდილობს უფროს ძმებს მიბაძოს.
View this post on Instagram
პირველი სამი ვაჟი ანუკი არეშიძემ იტალიაში, მილანში გააჩინა. უფროსი შვილი ლევან კალაძეა, მეორე შვილი კახაბერ კალაძე 2012 წელს შეეძინათ, მესამე ვაჩე კალაძეა. ძმების მეგობრობა და თბილი დამოკიდებულება მშობლების დამსახურებაა. ანუკის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებზე ჩანს, რომ დაღლილ დედას უფროსი ვაჟები ეხმარებიან.