COVID-19 საქართველოში – 24 თებერვლის მონაცემები

© AFP 2024 / KAREN DUCEYლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
გამოწერა
ბოლო 24 საათში ჩატარდა 19.051 კვლევა ტესტით. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,33%, ბოლო 14 დღის – 2,36%, ბოლო 7 დღის – 2,36%.

თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 443-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 269.438-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 263.257 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 461), გარდაიცვალა – 3.463 (ბოლო 24 საათში – 6), კარანტინის რეჟიმშია 307, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.600 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 193 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 19.051 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11.825, PCR–ტესტით – 7.226.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,33%, ბოლო 14 დღის – 2,36%, ბოლო 7 დღის – 2,36%.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0