ნაქერალას უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო შეზღუდვები დაწესდა

© The Roads Department of Georgiaგაწმენდითი სამუშაოები გზებზე
გაწმენდითი სამუშაოები გზებზე - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2021
გამოწერა
შეზღუდვა ეხება მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან ავტოტრანსპორტს, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62-ე კმ (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.

დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვა ინტენსიური თოვის გამო დაწესდა.

ყველა ახალი ამბავი
0