Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„არ მჯერა და გული მტკივა... შენც წახვედი?“ - ზურა ხაჩიძე გარდაცვლილ მეგობარს ემშვიდობება

© photo: Zura Khachidze / FBზურა ხაჩიძე
ზურა ხაჩიძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
გამოწერა
სოციალურ ქსელში ზურა ხაჩიძე გარდაცვლილი მეგობრის მომღერალ ზურა დოიჯაშვილის ფოტოებს აქვეყნებს, რომელმაც ყველას გული დასწყვიტა

მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში გარდაცვლილი მომღერლის ზურა დოიჯაშვილის ფოტოებს აქვეყნებს და ემშვიდობება. „არ მჯერა და გული მტკივა... შენც წახვედი?“ - უწერენ მომღერალს კომენტარებში.

ზურა დო­ი­ჯაშ­ვილს ის­რა­ე­ლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში 22 თე­ბერ­ვალს ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ. დო­ი­ჯაშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის მე­გო­ბა­რი მაია მარ­ხვაშ­ვი­ლი მომ­ღერ­ლის უკა­ნას­კნელ დღე­ებს იხ­სე­ნებს და რო­გორც „ფე­ის­ბუქ­ზე“ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში წერს, ზურა ბო­ლოს უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­უ­ბა­რიც აღარ შე­ეძ­ლო. მარ­ხვაშ­ვი­ლი ასე­ვე წერს, რომ მომ­ღერ­ლის მე­უღ­ლემ, ქეთი ვა­და­ჭ­კო­რი­ამ შე­უძ­ლე­ბე­ლი შეძ­ლო და ურ­თუ­ლეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ მე­უღ­ლეს, ბო­ლომ­დე არ მო­შო­რე­ბია გვერ­დი­დან.


მომ­ღე­რა­ლი ზურა დო­ი­ჯაშ­ვი­ლი ხან­გრძლი­ვი ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ, 14 თე­ბერ­ვალს, 58 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ის 11 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ის­რა­ე­ლის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობ­და. მომ­ღე­რა­ლი მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. დი­აგ­ნო­ზი გახ­ლდათ ამი­ოტრო­ფუ­ლი გვერ­დი­თი სკლე­რო­ზი. რო­გორც მე­უღ­ლე წერ­და, ორი კვი­რის წინ, იან­ვრის ბო­ლოს მომ­ღერ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად დამ­ძიმ­და.

ზუ­რაბ დო­ი­ჯაშ­ვი­ლი ის­რა­ელ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად ორი წლის წინ ოჯახ­თან ერ­თად წა­ვი­და და ერთ წე­ლი­წად­ში მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და.

ყველა ახალი ამბავი
0