უამინდობის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 140 შეტყობინება შევიდა

© Facebook / photo: courtesy of Giorgi Kvirikashviliსაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2021
გამოწერა
დიდთოვლობის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განსაკუთრებული რეჟიმით მუშაობს, თუმცა დამატებითი ცვლის გამოყვანის აუცილებლობა არ დამდგარა, აღნიშნავენ უწყებაში

თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. ამ დროისთვის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-დან სხვადასხვა სახის დახმარებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით 140 შეტყობინება შემოვიდა, აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

დიდთოვლობამ ქვეყანაში სხვადასხვა სახის პრობლემა შექმნა და სამაშველო სამსახური ყველა მათგანზე რეაგირებს, აღნიშნავენ უწყებაში.

თოვლი გზებზე - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2021
უამინდობამ გზებზე პრობლემები შექმნა

გამოძახებების უმრავლესობა მოტეხილ ხის ტოტებს და თოვლში ჩარჩენილ ავტომობილებს ეხება. ამ შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა 26 ავტომობილი. ასევე დაფიქსირდა შემთხვევები, როცა მოტეხილმა ხის ტოტებმა დააზიანა ელექტროსადენები.

დიდთოვლობამ ავტობუსის გაჩერებაზე მოქალაქეთა მოსაცდელი წააქცია წყნეთში. შედეგად დაზიანება მიიღო არასრულწლოვანმა, თუმცა ის კონტაქტურ მდგომარეობაში შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ დროისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დამატებითი ცვლის გამოყვანის აუცილებლობა არ დამდგარა. მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ მოქალაქეების დახმარებას.

ყველა ახალი ამბავი
0