შემსუბუქდება თუ არა ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა – მინისტრის განმარტება

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი ღამით
თბილისი ღამით - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
გამოწერა
ქვეყნის მოსახლეობას ღამით ქუჩაში გადაადგილებისთვის კვლავ სპეციალური საშვი სჭირდება. ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 1 მარტამდე მოქმედებს.

თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის შემსუბუქებაზე ან გაუქმებაზე მსჯელობა ჯერ არ მიმდინარეობს, რადგან არ შეიძლება ყველაფერი ერთად შევამსუბუქოთ, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

ძველი თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
რა შეზღუდვები უქმდება საქართველოში 15 თებერვლიდან

საქართველოში ეპიდვითარების დასტაბილურების შემდეგ, 1 თებერვლიდან ქვეყანაში გასული წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო. თუმცა კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვა ღამის საათებში გადაადგილებაზე – 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე.

მინისტრის განმარტებით, საკოორდინაციო საბჭო პირველ რიგში სხვა სფეროების გახსნაზე იმსჯელებს, მათ შორის, საბავშვო ბაღებზე, ფიტნეს-ინდუსტრიასა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე, ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნას კი, სავარაუდოდ, უფრო მოგვიანებით განიხილავს.

„ნუ ვიჩქარებთ, რადგან შეიძლება ერთმა გაუფრთხილებელმა ნაბიჯმა შემდეგ პრობლემა შექმნას და გვაიძულოს უკან გამოვითხოვოთ, რაც ძალიან არ გვინდა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ამ დროისათვის უკვე ამუშავებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები, ღია და დახურული ბაზრობები (შაბათ-კვირის გარდა). დღეიდან რესტორნებს შესაძლებლობა აქვთ, კლიენტები ღია სივრცეებში მიიღონ. ასევე 15 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეებმა სწავლა სკოლებში განაახლეს.

თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა>>

გარდა ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვისა, კვლავ ძალაში რჩება ყველა სხვა შეზღუდვა, მათ შორის სათხილამურო კურორტებზე. ამ ეტაპზე შეზღუდულია საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობაც. აუცილებელია პირბადის ტარება, მომხმარებელთა ნაკადების, რიგებისა და დისტანციის მართვა.

ყველა ახალი ამბავი
0