თეა წულუკიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

© Government of Georgiaთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
გამოწერა
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 265.557-ს მიაღწია. მათგან 4.086 აქტიური შემთხვევაა.

თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. თეა წულუკიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში თავად წერს.

  • „პატარების მერე მთელ ოჯახს გვეწვია კორონა, ყველას დიდი მადლობა მოკითხვისა და გამხნევებისთვის! სახლში ყოფნა, დღე მე-4“, – დაწერა წულუკიანმა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა, გუშინდელი მონაცემებით, 357-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 265.557-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0