Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩვენი ლამაზი რძალი...“- დათო ხუჯაძემ ცოლი მოიყვანა - ნახეთ ვინ არის მისი რჩეული

© Facebook / Dato Khujadzeდათო ხუჯაძე
დათო ხუჯაძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2021
გამოწერა
დათო ხუჯაძე ქართველი მომღერალი, მუსიკოსი და კომპოზიტორია, რომელმაც მაყურებელს თავი ლირიკული სიმღერებით დაამახსოვრა

45 წლის მომღერალმა დათო ხუჯაძემ მეორედ იქორწინა. რამდენიმე საათის წინ მომღერალმა სოციალურ ქსელში მეორე ნახევრის ფოტო გამოაქვეყნა და მილოცვებს იღებს.

ირკვევა, რომ მისი რჩეული ეკა დალაქიშვილია. საზოგადოებისგან წყვილი უამრავ მილოცვას იღებს. „ჩვენი ლამაზი რძალი”, „გილოცავთ, ბედნიერებას გისურვებთ” „გილოცავთ, ღვთის წყალობა არ მოგკლებოდეთ“, „იბედნიერეთ“, „კიდევ გილოცავთ, ბედნიერებას გისურვებთ“, – წერენ დათოს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე.

დათო ხუჯაძე – ქართველი მომღერალი, მუსიკოსი და კომპოზიტორია, რომელმაც მაყურებელს თავი ლირიკული სიმღერებით დაამახსოვრა. შემსრულებელი მრავალჯერ იქნა აღიარებული საქართველოში როგორც „წლის მომღერალი“, მიიღო მაყურებლის ჯილდო აზიის ფესტივალზე და გახდა „სლავური ბაზრის“ კონკურსის გრან-პრის მფლობელი.

თავდაპირველად ხუჯაძემ პოპულარობა მოიპოვა ჯგუფი „სახეს“ წყალობით 1997 წელს. ჯგუფი მღეროდა სიმღერებს სიყვარულსა და ურთიერთობებზე. ჯგუფის დაშლის შემდეგ ხუჯაძემ სოლო კარიერა დაიწყო.

View this post on Instagram

A post shared by DATO (@datokhujadze)

ხუჯაძემ წლების წინ მოსკოვში ნათია ონიანზე იქორწინა, თუმცა წყვილი 2012 წელს დაშორდა და ამის შემდეგ მომღერალმა „ნანუკას შოუში“ საკუთარი პირადი ცხოვრებისა და დანგრეული ოჯახის შესახებ ისაუბრა. მომღერალმა აღნიშნა, რომ შვილის ნახვის უფლებას მისი ყოფილი ცოლი არ აძლევდა. თუმცა, თუ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ბოლოდროინდელი ფოტოებით ვიმსჯელებთ, ყოფილმა ცოლ-ქმარმა ურთიერთობა დაალაგა და დათო ბავშვს ხშირად ნახულობს.

View this post on Instagram

A post shared by DATO (@datokhujadze)

ყველა ახალი ამბავი
0