წმინდა სინოდის შეკრება: რა თემებს განიხილავენ სასულიერო პირები

© Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2021
გამოწერა
დავით–გარეჯთან დაკავშირებული სიტუაცია, ქსენოფობიური განცხადებები, თუ ქართული ეკლესიის მეთაურის გადაყენება – რაზე გაამახვილებენ ყურადღებას სინოდის წევრები?

თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა საპატრიარქოში ხუთშაბათს გაიმართება. 

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2020
მეუფე ლაზარე კორონავირუსით გარდაიცვალა

სინოდის სხდომის დღის წესრიგი ამ დრომდე უცნობია, თუმცა მასმედიაში სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია განიხილება.

ბოლოს სინოდი 2020 წლის მარტში შეიკრიბა. მაშინ განხილვის საკითხი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ზიარების წესის აღსრულების განხილვა იყო.

საინფორმაციო საშუალებების ვარაუდით, ახლა სინოდს რამდენიმე თემა აქვს განსახილველი, რომლებიც მასმედიაში ბოლო დროს განსჯის ობიექტი გახდა.

ვერსია პირველი: დავით–გარეჯი

ერთ-ერთი სავარაუდო საკითხი, რომელიც შეიძლება სინოდის წევრებმა განიხილონ, დავით–გარეჯის მონასტრის თემაა.

დავით–გარეჯი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთი სიწმინდეა. ამ ეტაპზე სამონასტრო კომპლექსის ნაწილს აზერბაიჯანული მხარე აკონტროლებს. 

დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2020
დავით-გარეჯის საკითხთან დაკავშირებით, შესაძლოა, სინოდის სხდომა ჩატარდეს

ე.წ. კარტოგრაფების საქმე, რომლებსაც ბრალად ედებათ რუკების დამალვა, რის გამოც საქართველოს შეიძლება საკუთარი ტერიტორიების გარკვეული ნაწილი, მათ შორის დავით–გარეჯის ნაწილი დაეკარგა, ქართული ეკლესიის ინტერესს წარმოადგენს. საპატრიარქომ ხელისუფლებისადმი ბოლო მიმართვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია აზერბაიჯანულ მხარესთან დიალოგის გაგრძელება და სამონასტრო კომპლექსის საქართველოს კონტროლქვეშ დაბრუნება.

ვერსია მეორე: ანტისემიტიზმი

სინოდის სხდომის კიდევ ერთ განსახილველ საკითხად თეოლოგები ქადაგებების დროს ქსენოფობიურ და ანტისემიტურ გამოთქმებთან დაკავშირებულ სკანდალს ასახელებენ. 

დავით–გარეჯი - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2020
ჯაღმაიძე: საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის ძველი კომისიის მუშაობა არის მოღალატეობრივი

ხმაური გამოიწვია ქუთაისი-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის ქადაგებამ, რომელიც საზოგადოების ნაწილმა ანტისემიტიზმად შეაფასა. მსგავსი ქადაგებით გამოვიდა ქუთაისის წმინდა სამების სახელობის ეკლესიის დეკანოზი ილია კარკაძეც.

აღნიშნულ სკანდალს შემდეგ დაემატა ჭიათურისა და საჩხერის დეკანოზის თადეოზ სარალიძის ქადაგება, რომელიც ქსენოფობიური განცხადებებით და „ქურდული სამყაროს“ იდეალიზაციით იყო გაჯერებული. საზოგადოებისთვის ყველაზე მტკივნეული ქადაგების ის ნაწილი იყო, რომელიც ბავშვებს ეხებოდა. დეკანოზის თქმით, თუ პარაზიტი–ბავშვები მუდმივად ტელეფონში არიან თავჩარგული და არ გამოდგებიან სპორტში, არც ეკლესიას სწყალობენ, უკეთესია ისინი პატარა ასაკშივე მოკვდნენ და სამოთხეში მოხვდნენ, ვიდრე გაიზარდონ და უმაქნისი ადამიანები გახდნენ. 

ვერსია მესამე: ეპარქიის მეთაურის ცვლილება

სხდომის განხილვის კიდევ ერთ ვერსიად დასახელებულია ბორჯომისა და ბოლნისის ეპარქიებში ახალი ეპისკოპოსების დანიშვნა.

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე (დიმიტრი სამადბეგიშვილი) კორონავირუსით დაინფიცირდა. ვირუსისგან გამოწვეული გართულებების გამო იგი გასული წლის 20 ნოემბერს 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ახალი ეპისკოპოსის დასანიშნად წმინდა სინოდის გადაწყვეტილებაა აუცილებელი.

ვერსია მეოთხე: უჩვეულო

სინოდის სხდომის კიდევ ერთი ვერსია „რელიგიის ექსპერტთა ასოციაციამ“ გაავრცელა. მათი აზრით, სინოდის სხდომაზე ეცდებიან საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის გადაყენებას და მის ადგილმონაცვლედ პატრიარქის თანამოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ასახელებენ.

თუმცა, აღნიშნული ვერსია საქართველოს საპატრიარქომ უმალ უარყო. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ თეოლოგების განცხადებას ფანტაზია უწოდა.

„დიდი თხოვნა მექნება ჟურნალისტებთან, ამ ფანტაზიებთან დაკავშირებით კითხვებით არ მომმართოთ“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

დღის ბოლომდე ცნობილი გახდება, თუ რა საკითხებს განიხილავს სინოდი და რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ სასულიერო პირები.

ყველა ახალი ამბავი
0