დეკრეტული შვებულებით სარგებლობის ახალი წესი: დეტალური ინფორმაცია

© Pixabay / Pexelsახალშობილი
ახალშობილი - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
გამოწერა
ახალი წესის მიხედვით, ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების გამოყენება ბავშვის მამასაც შეუძლია. ის ასევე უფლებამოსილია ისარგებლოს ბავშვის დედის მიერ გამოუყენებელი შვებულების დღეებით.

თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ წარმომადგენლებმა და საქალაქო ცენტრების ხელმძღვანელებმა „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესი“ დეტალურად განიხილეს, ნათქვამია სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

Обувь для новорожденных - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2020
საქართველოში მამები დეკრეტულ შვებულებაში გასვლას შეძლებენ

აღნიშნული წესი 2021 წლის 1 იანვარს ამოქმედდა, რომლის მიხედვით ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება ორ ნაწილად არის გაყოფილი: ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება და ბავშვის მოვლის გამო შვებულება.

აღსანიშნავია, რომ 1 იანვრიდან ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების გამოყენება როგორც ბავშვის დედას, ასევე მამასაც შეუძლია. ამასთან, შეიცვალა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურებადი დღეების რაოდენობაც.

„დასაქმებულს მოთხოვნის საფუძველზე ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის ოდენობით მიეცემა, მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 143 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება კი – 57 კალენდარული დღის ოდენობით“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბავშვის მამა ასევე უფლებამოსილია ისარგებლოს აღნიშნული შვებულების დედის მიერ გამოუყენებელი დღეებით.

დასაქმებული მშობლის - მამის მიერ დეკრეტული შვებულების ანაზღაურების მისაღებად, სხვა დოკუმენტებთან ერთად, აუცილებელია სსიპ „საჯარო სამსახურის ბიუროს“ მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ ბავშვის მშობელი (დედა) არ არის მოქმედი საჯარო მოსამსახურე. 

მიკროფონი - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2020
შრომის კოდექსში მამის დეკრეტული შვებულების კომპონენტი შედის

1 იანვრიდან დეკრეტული შვებულების ანაზღაურების ოდენობა განსაზღვრულია ჯამურად არაუმეტეს 1000 ლარისა, შემდეგი პრინციპით:

• ორივე დასაქმებული მშობლის მიერ შვებულების გამოყენების შემთხვევაში – გამოყენებული დღეების პროპორციულად, მაგრამ ჯამურად არაუმეტეს 1000 ლარისა.

• ერთ-ერთი დასაქმებული მშობლის მიერ შვებულების გამოყენების შემთხვევაში, ჯამურად არაუმეტეს 1000 ლარისა.

• დასაქმებულ მშობელს (მამა) ბავშვის მოვლის გამო შვებულების დახმარება არ მიეცემა იმ შემთხვევაში, თუ საჯარო მოსამსახურე დედამ სრულად ან ნაწილობრივ ისარგებლა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით.

• დასაქმებულს, რომელიც იმავდროულად არის საჯარო მოსამსახურე, ორსულობისა და მშობიარობის, ასევე ბავშვის მოვლის გამო შვებულების დახმარება არ მიეცემა.

საქართველოს პარლამენტმა გასული წლის აგვისტოში საქართველოს შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, ბავშვის მოვლის გამო შვებულების სრულად ან ნაწილობრივ გამოყენება შეუძლია როგორც ბავშვის დედას, ასევე მამას.

 

ყველა ახალი ამბავი
0