სკოლებისთვის ახალი რეკომენდაციები გამოქვეყნდა: რა ცვლილებებია შესული ახალ პროტოკოლში

© photo: Sputnik / Stringerგანათლების სამინისტრო
განათლების სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2021
გამოწერა
თბილისისა და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი გასული წლის მარტიდან დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებისთვის ახალი რეკომენდაციები შეიმუშავა

სკოლა - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2021
სკოლები საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის განახლებისთვის მზად არიან

1 თებერვლიდან ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, გორსა და თელავში მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდნენ. რაც შეეხება თბილისს, რუსთავსა და ქუთაისს, აღნიშნულ ქალაქებში სასწავლო პროცესის სკოლებში განახლება 1 მარტისთვის იგეგმებოდა, თუმცა ხელისუფლებამ 15 თებერვლიდან მოსწავლეების საკლასო ოთახებში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული რეკომენდაციები სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას მიაწოდა. სკოლები, თავის მხრივ, მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოსწავლეთა მშობლების ინფორმირებას უზრუნველყოფენ.

„ყველა მხარეს ექნება ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს სკოლა COVID-19-ის პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ როგორც სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან, ასევე სკოლაში არსებულ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით. სასწავლო დაწესებულებებში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნის მიზნით სკოლებს მშობლებთან კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება დაევალათ“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

უწყების განმარტებით, მშობლებს შესაძლებლობა ეძლევათ ყველა ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო საშუალებით (სკოლის Facebook-ის გვერდი, ელფოსტა, მოკლე ტექსტური შეტყობინება, TEAMS-ის პროგრამა, ბანერები, საინფორმაციო შეხვედრები) სისტემატურად მიიღონ ინფორმაცია ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. მათ შორის:

- სკოლის სპეციალური აღჭურვილობებით, დეზობარიერებით, სადეზინფექციო საშუალებებით, პირბადეებითა და უკონტაქტო თერმომეტრებით უზრუნველყოფა; 

სკოლის მოსწავლე ნიღბით - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2021
მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

- სკოლის მოვლა-პატრონობისა და დალაგება-დასუფთავების მიზნით გატარებული ღონისძიებები;

- სკოლაში სველი წერტილების მდგომარეობა;

- საკლასო ჯგუფების ცვლებში განაწილება, მიმდინარე საგაკვეთილო ცხრილი და სსსმ მოსწავლეებისთვის რესურს–ოთახით სარგებლობის განრიგი;

- სკოლის ეზოსა და შენობაში მოსწავლეთა ნაკადების შესვლის, გასვლისა და გადაადგილების ორგანიზება;

- თერმოსკრინინგის უზრუნველყოფა;

- სკოლის პერიმეტრზე პირბადის ტარებასთან დაკავშირებული მოთხოვნები;

- დისტანციური სწავლების მოთხოვნა საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის;

- სკოლის პერსონალის სავალდებულო ტესტირება;

- მშობლებთან კომუნიკაციისთვის გამოყოფილი დრო და ფორმატი.

გარდა ამისა, სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ზედმიწევნით დაიცვან შემდეგი რეკომენდაციები:

- სკოლაში წასვლამდე აკონტროლონ მოსწავლის ტემპერატურა;

- ცხელების ან სხვა სიმპტომების გამოვლენისთანავე დროულად მიაწოდონ სკოლას ინფორმაცია;

- უზრუნველყონ მოსწავლის დროული გამოცხადება სკოლაში;

- ცხელების დაფიქსირების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, უმოკლეს ვადაში უზრუნველყონ მოსწავლის სკოლიდან წაყვანა.

- დაესწრონ სკოლის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო ონლაინ შეხვედრებს.

განათლების მინისტრი: სკოლებში აბსოლუტურად უსაფრთხო გარემო იქნება>>>

მოსწავლეთა მშობლებს კვლავ ეძლევათ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. აღნიშნული მიდგომა მხოლოდ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბნის, ფოთის, მარნეულის, ბათუმის, ქობულეთისა და გორის საჯარო სკოლებს ეხება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ძალაში რჩება 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებით.

კერძოდ, სკოლას შეუძლია თავად განსაზღვროს:

– გაკვეთილის ხანგრძლივობა;

– საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით;

– მოქნილად დაგეგმოს ცვლები;

– მოსწავლეების უსაფრთხოებისა და სკოლის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით დაგეგმოს შერეული სწავლების საკუთარი მოდელი;

– შერეული მოდელის დაგეგმვისას I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოდ განსაზღვროს ფიზიკურად სასკოლო სივრცეში გაკვეთილების ჩატარება.

სკოლა ვალდებულია დასწრებით სწავლების დაწყებისთანავე უზრუნველყოს ინდივიდუალური ან ჯგუფური მუშაობა იმ მოსწავლეებთან, რომლებიც არ ან ვერ ერთვებოდნენ დისტანციურ სწავლებაში. თუ მასწავლებლებს მოუწევთ დამატებით ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი შესაბამის დანამატს მიიღებენ. 

განათლების სამინისტროსთან შეჩერებული სტატუსის მქონე სტუდენტები პრობლემის გადაჭრას მოითხოვენ - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2021
შეჩერებული სტატუსის მქონე სტუდენტები განათლების სამინისტროსთან საკითხის გადაჭრას მოითხოვენ

ამასთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკ–ჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, სკოლის ადმინისტრაციაში განაცხადონ მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში სკოლას აქვს შესაძლებლობა, კონკრეტული საგანი გადაიტანოს დისტანციურ ფორმატში, ან პედაგოგი სხვა მასწავლებლით ჩაანაცვლოს. უწყების ცნობით, აღნიშნული პროცესი მასწავლებლის უფლებების გათვალისწინებით და მასთან შეთანხმებით წარიმართება.

საქართველოს მასშტაბით უკვე მიმდინარეობს სკოლებში მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ის სავალდებულო სისტემატური ტესტირება ორ კვირაში ერთხელ – ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე.

ყველა ახალი ამბავი
0