კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: დადებითობის დღიური მაჩვენებელი, რეგიონები

© Sputnik / STRINGERკორონავირუსის ეპიდემია
კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 602-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 261.620-ს მიაღწია.

თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.28%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.98%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.74%, ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 602 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 246 თბილისში გამოვლინდა. ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ სამეგრელო–ზემო სვანეთია.

რეგიონების მიხედვით ბოლო დღე-ღამეში ვირუსის გამოვლენის სტატისტიკა შემდეგია:

იმერეთი – 101, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 77, კახეთი – 54, აჭარა – 30, გურია – 30, შიდა ქართლი – 21, ქვემო ქართლი – 16, მცხეთა-მთიანეთი – 10, სამცხე-ჯავახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

 

სკოლა - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
სკოლებში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა: ვითარება რეგიონებში

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 510, საიდანაც 2 231 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 033, აჭარაში – 182, იმერეთში – 456.

მძიმე პაციენტია 509 პირი, მათ შორის, თბილისში – 216, აჭარაში – 40, იმერეთში – 131. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 141 პირი, მათგან თბილისში – 100, აჭარაში- 5, იმერეთში – 14.

295 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 167 – თბილისში, 117 – აჭარაში, 11 – იმერეთში.

2 984 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 485 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 208, ხოლო აჭარაში – 175.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან მიმდინარე წლის 5 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 22 566 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 632 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 8 715 პირი, აჭარაში – 811, იმერეთში – 1 487.

ბათუმში აკრძალვები მოიხსნა: როგორ ცხოვრობს ქალაქი შეზღუდვების გარეშე - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2021
ბათუმში აკრძალვები მოიხსნა: როგორ ცხოვრობს ქალაქი შეზღუდვების გარეშე

საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 261.620 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 569 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 252 815-მდე. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 269 პირი ემსხვერპლა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 335 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 591 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 744 PCR ტესტით.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.

ყველა ახალი ამბავი
0