COVID-19 საქართველოში – 6 თებერვლის მონაცემები

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 252.815 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 569), გარდაიცვალა – 3.269 (ბოლო 24 საათში – 11), კარანტინის რეჟიმშია 485, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2.231 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 295 ადამიანი იმყოფება. 

თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 602-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 261.620-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 252.815 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 569), გარდაიცვალა – 3.269 (ბოლო 24 საათში – 11), კარანტინის რეჟიმშია 485, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2.231 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 295 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 18.335 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10.591, PCR–ტესტით – 7.744.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 3,28%, ბოლო 14 დღის - 3,98%, ბოლო 7 დღის - 3,74%.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0