ქუთაისში ავტობუსით მგზავრობა შეიძლება გაძვირდეს

© photo: Kutaisi City Hall / FBახალი ავტობუსები ქუთაისში
ახალი ავტობუსები ქუთაისში - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2021
გამოწერა
მოქმედი კოვიდ–შეზღუდვების გამო ქუთაისში მუნიციპალური ავტობუსები დილის 8 საათიდან საღამოს 20 საათამდე იმუშავებენ.

თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. ქუთაისის ავტოპარკის 60 ახალი ავტობუსით შევსებასთან ერთად, შესაძლოა, მგზავრობის ტარიფიც გაიზარდოს. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. 

ავტობუსისთვის განკუთვნილი მონაკვეთი - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2021
ავტომობილები 7 თებერვლიდან საქალაქო ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ზოლზე ვეღარ ივლიან

ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის გიორგი გიორგობიანის განცხადებით, დღეისათვის ავტობუსით მგზავრობის ღირებულება 40 თეთრია და შეიძლება იგი 50 თეთრამდე გაიზარდოს. მაგრამ ამისთვის ქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებაა საჭირო, რომელიც თებერვლის ბოლოს გახდება ცნობილი.

60 ახალი ავტობუსიდან 36 უკვე ქალაქშია, 24-ს კი დღეს მიიღებენ. უახლოეს ხანში ეს ახალი ავტობუსებიც სანომრე ნიშნებს მიიღებენ და მარშრუტებზე გადანაწილება.

„8 თებერვლიდან 36 ავტობუსი ჩაერთვება სატრანსპორტო სქემაში. უკვე განსაზღვრულია მათი სვლაგეზები. პირველ რიგში, დავტოვეთ ყველა ის მარშრუტი, სადაც ავტობუსები აქამდეც მოძრაობდა. ასევე გავითვალისწინებთ მოსახლეობის მოთხოვნებსაც – სად არის აუცილებელი ახალი მარშრუტის დამატება, ახალი გაჩერებები. ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გვაქვს ამ მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები და საბოლოოდ მათი იდეების და სურვილების გათვალისწინებით ჩამოვაყალიბებთ ქუთაისის სატრანსპორტო სქემას“, – განაცხადა გიორგობიანმა. 

ავტობუსის გაჩერება - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2021
ტრანსპორტში რეკომენდაციების დაცვას ზედამხედველობის სამსახური და პოლიციაც გააკონტროლებენ

როგორც სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, ავტობუსებში სრულად იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციები. კერძოდ, მძღოლი და მგზავრები ვალდებული არიან ატარონ პირბადე, აიკრძალება მგზავრის ფეხზე დგომა. ასევე ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ავტობუსებს ჩაუტარდება დეზინფექცია.

მონიტორინგის სამსახური მუდმივ რეჟიმში გააკონტოლებს, თუ როგორ ხდება რეკომენდაციების დაცვა.

„ჩვენ ვგეგმავდით, რომ ავტობუსებს ემოძრავათ 08:00 საათიდან 22:00 საათამდე, თუმცა პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ამ ეტაპზე ავტობუსები 08:00 საათიდან 20:00 საათამდე იმუშავებენ“, – განაცხადა გიორგობიანმა.

უახლოეს მომავალში ავტობუსებში იგეგმება ელექტრონული გადახდის სისტემის დანერგვა, ბილეთის შეძენა ყველა გადახდის აპარატში იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, მგზავრობის შეღავათები შეუნარჩუნდებათ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას მთელი ქვეყნის მასშტაბით 8 თებერვლიდან განაახლებს.

ქვეყნის მუნიციპალიტეტებისთვის ავტობუსების შეძენა საქალაქო ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, კონტრაქტის ჯამური ღირებულება 18,7 მლნ ევროა.

ყველა ახალი ამბავი
0