„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 5 თებერვალს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთელასი
თელასი - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2021
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 5 თებერვალს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის, პასტერის და უზნაძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), მუკუზანის, ავლიპ ზურაბიშვილის, წინანდლის, კობარეთის და ხახანაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის-3 დასახლების I მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის, ნიკოლოზ სვანიშვილის და სანდრო მირიანაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VI, VII კვარტლების, პეტრე ქავთარაძის, უნივერსიტეტის, ვაგან მამასახლისოვის, შავიშვილის, ზურაბ ანჯაფარიძის, შარტავას (ნაწილობრივ), დავით ართმელიძის, ომარ ფერცულიანის, ნოშრევან ჯიშკარიანის, ექვთიმე მთაწმინდელის, იმანუელ აფხაიძის, ზემო ვეძისის და იოსელაიანის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უცნობის, ჭიჭიკო ბენდელიანის, ჭყონდიდელის, ცოტნე დადიანის, დავით ჭიჭინაძის და გიორგი სააკაძის ქუჩების მოსახლეობას.

12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, სანზონის დასახლების (ნაწილობრივ) და გუდამაყრის ქუჩის მოსახლეობას.

14:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გვაზაურის, ღრმაღელის და გურამიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივანის მე-9 კილომეტრის (ნაწილობრივ), ჩაჩავას, აკაკი ბელიაშვილის, ფეიქართა, ნოდარ ბოხუას, ლუბლიანას, მიხეილ ჭიაურელის და იუნკერ მიხეილ იოსელიანის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის, სოფელი ტაბახმელის (ნაწილობრივ) და უცნობის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იმედაძის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0