ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვება

© Sputnik / Seyran Baroyanბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო  - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
გამოწერა
საქართველოს მთავრობამ COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა, რომლის მიხედვით 2021 წლის ბოლომდე საქართველოში მოსახლეობის სულ მცირე 60% უნდა აიცრას.

თბილისი, 3 თებერვალი - Sputnik. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება ერთ-ერთი ცენტრი, სადაც კორონავირუსზე ვაქცინაცია განხორციელდება, იუწყება აჭარის ტელევიზია.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ კლინიკები ვაქცინაციის ჩასატარებლად >>

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ვაქცინაციის პროცესში ის დიდი კლინიკები ჩაერთვებიან, რომლებსაც აქვთ შესაბამისი რესურსი, როგორც პაციენტთა ნაკადების მართვის, ასევე შესაბამისი აღჭურვის თვალსაზრისით.  კერძოდ, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში შერჩეულია 10 საავადმყოფო, სადაც 40 ბრიგადის მიერ ვაქცინაცია განხორციელდება.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარე მზადების პროცესს დღეს ადგილზე გაეცნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი.

„საქართველოს მასშტაბით შეირჩა დიდი კლინიკები, მათ შორის ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც მზად არის ვაქცინაციის განსახორციელებლად როგორც ინფრასტრუქტურულად, ასევე ადამიანური რესურსების კუთხით. დარწმუნებული ვარ, ვაქცინაცია იქნება ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტი, რომლითაც ჩვენ შევძლებთ პანდემიასთან გამკლავებას“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
საქართველო ვაქცინაციისთვის მზად არის – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველო მოსახლეობის ვაქცინაციისთვის ემზადება და ვაქცინის თებერვლის ბოლოსთვის მიღების იმედი აქვს. ამ ეტაპზე საუბარია COVAX–პლატფორმის მეშვეობით Pfizer-ისა და AstraZeneca-ს შემოტანაზე. COVAX–პლატფორმით საქართველომ ვაქცინა მოსახლეობის 20%-სთვის – 700 ათასი ადამიანისთვის შეუკვეთა. ქვეყანამ უკვე გადაიხადა 4 მლნ დოლარი.

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია იქნება 29 250 დოზა. იქიდან გამომდინარე, რომ ის ორჯერ კეთდება, ეს რაოდენობა დაახლოებით 14 ათას ადამიანს ეყოფა. იმუნიზაციის გეგმის მიხედვით პირველ ეტაპზე  მედიცინის მუშაკები უნდა აიცრას.

პირველ რიგში, პრიორიტეტული იმ სამედიცინო პერსონალის აცრა იქნება, ვინც უშუალოდ კოვიდ-პაციენტებთან მუშაობს.

შემდგომში მოხდება ამ მონაცემთა ბაზის შედარება კოვიდინფიცირებულთა მონაცემთა ბაზასთან და ვისაც გასული წლის განმავლობაში დადასტურებული ჰქონდა კოვიდინფექცია, მათი აცრა დადასტურებიდან 3 თვის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება.

თბილისს ვაკვირდებით: კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის მაჩვენებლის დინამიკა ქვეყანაში >>

საქართველოს მთავრობის მიერ ვაქცინაციისთვის პრიორიტეტული ჯგუფები უკვე განსაზღვრული და განაწილებულია: პირველ რიგში ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები, შემდეგ მოხუცებულთა სახლების პერსონალი და ბენეფიციარები (თავშესაფრები და ა.შ.), შემდეგ 75 წელს ზემოთ პირები,  65–დან 74 წლამდე პირები, 55–დან 64 წლამდე პირები, ქრონიკული დაავადებების მქონე 18–დან 54 წლამდე პირები. ამის შემდეგ იგეგმება დანარჩენი მოსახლეობის ვაქცინაცია, მათ შორის მათი, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა.

ვაქცინაცია უფასო და ნებაყოფლობითი იქნება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0