COVID-19: რა ვითარებაა სამეგრელო–ზემო სვანეთში

© Sputnik / Goga Vardzieliეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო დღე-ღამეში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 203 პაციენტი. საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 54 ადამიანი.

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 78 ადამიანს დაუდასტურდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის ექვს კოვიდ-ცენტრში 202 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 19-ის მდგომარეობა მძიმეა. 

პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
კორონავირუსის ვაქცინაციის გრაფიკი საქართველოს თვის ბოლოს ექნება

რუხის კლინიკაში მკურნალობს 70 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სენაკის კლინიკა „სენამედში“ იმყოფება 34 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმეა ხუთი პაციენტის მდგომარეობა. ფოთის კლინიკაში 41 ინფიცირებულია მოთავსებული – ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 22 კოვიდ-ინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას, მათგან ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის „ევექსის“ კოვიდ-კლინიკაში 20 ინფიცირებულია მოთავსებული. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ კი 15 კოვიდ-ინფიცირებული მკურნალობს.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 723-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 256.287-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

 

ყველა ახალი ამბავი
0