„ჯიპებიდან ხალხი არ ჩანს" – თბილისში მორიგი აქცია გაიმართა

© Sputnik / Vladimir Umikashviliაქცია პარლამენტთან
აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით თბილისში საპროტესტო აქციები იმართება.

თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. „ჯიპებიდან ხალხი არ ჩანს, ქვეყანა უნდა გაიხსნას“ – პარლამენტთან ორგანიზაციის „მოძრაობა ხალხისთვის“ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საპროტესო აქცია გამართეს.

აქტივისტები კორონავირუსის ეპიდემიის გამო ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას, კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განახლებას მოითხოვენ. 

პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
პრემიერმა განმარტა, რა შემთხვევაში დაჩქარდება შეზღუდვების მოხსნის პროცესი

აქციის მონაწილეების თქმით, ჩინოვნიკები, რომლებმაც შეზღუდვები დააწესეს, ქუჩებში ავტომობილებით გადაადგილდებიან, ვერ ხედავენ და არ ესმით ხალხის, რომელთათვისაც გადაადგილების ერთადერთი საშუალება ტაქსი გახდა.

აქტივისტებმა აქციაზე ჩინოვნიკების გრძელი სია წარმოადგინეს, რომელშიც დაფიქსირებული იყო ვინ რა ავტომობილით მოძრაობს. „შავ სიაში“ პრაქტიკულად ყველა მინისტრი, პრემიერი, დედაქალაქის მერი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები მოხვდნენ.

„ადამიანები, რომლებმაც ჩვენ შეზღუდვები დაგვიწესეს, შავ ჯიპებში სხედან და ჩვენს პრობლემებს ვერ ხედავენ. ჩვენ შეზღუდვების მოხსნას ვითხოვთ“, – განაცხადა აქტივისტმა ნინო წულაძემ.

„გახსოვართ“? - შშმ პირებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს>>>

აქციის ორგანიზატორები გეგმავენ კიდევ ერთ აქცია–პერფორმანსს – „დაუსიგნალე“. 29 იანვარს, 11:00 საათზე ყველამ, ვინც იზიარებს აქტივისტების მოსაზრებას, შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნის მხარდასაჭერად უნდა „დაასიგნალოს“.

ამ დროისათვის მთავრობის გეგმებში კოვიდ–შეზღუდვების შერბილების დაწყებაა. კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სავაჭრო ცენტრებისა და რესტორნების ამუშავება და 1 თებერვლიდან საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სასწავლო პროცესის სკოლებში განახლება. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ დედაქალაქის მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია – თბილისში შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით პერმანენტული აქციები არ წყდება.

მთავრობაში კი აცხადებენ, რომ შეზღუდვები მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუქმდება, თუ კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი შემცირდება და ერთი კვირის მანძილზე 4%-იან დონეს შეინარჩუნებს.

ყველა ახალი ამბავი
0