კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / STRINGERეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 723-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 256.287-ს მიაღწია.

თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 723 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 321 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 17.850 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 10.718 ანტიგენის ტესტით და 7.132 PCR ტესტით.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი სამეგრელო–ზემო სვანეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 121, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 78, შიდა ქართლი – 52, კახეთი – 42, აჭარა – 33, ქვემო ქართლი – 29, სამცხე-ჯავახეთი – 23, მცხეთა-მთიანეთი – 16, გურია – 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1. 
კორონავირუსის ტესტი - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში – 28 იანვრის მონაცემები

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 932 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 246.459-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 19 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.127-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 6.675 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 2.770 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1.369, აჭარაში – 208, იმერეთში – 546.

662 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 171 პირი, მათგან თბილისში – 127, აჭარაში – 2, იმერეთში – 19. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 346 ადამიანი, მათ შორის 183 – თბილისში, 115 – აჭარაში, 14 – იმერეთში. 3.559 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 538 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 219, აჭარაში – 116, ხოლო იმერეთში – 9. თვითიზოლაციაში იმყოფება 17.042 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 10.718 პირი, აჭარაში – 859, იმერეთში – 1.586.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 723-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 256.287-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0