კახა კალაძე: ვინც ტექდათვალიერებას არ გაივლის, ტაქსის ლიცენზია ჩამოერთმევა

გამოწერა
საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან ტექდათვალიერების გავლა ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის სავალდებულო გახდა.

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. ლიცენზიის მქონე ტაქსებისთვის ტექდათვალიერების გავლა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევვაში მათ აღნიშნული სერვისის განხორციელების უფლება ჩამოერთმევათ და ლიცენზია გაუუქმდებათ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. 

ავტომობილები რუსთაველის გამზირზე - Sputnik საქართველო
ვის უწევს და ვის გადაუვადდა ტექდათვალიერების გავლა

როგორც კალაძემ აღნიშნა, თბილისის ტაქსის რეფორმის ფარგლებში დადგენილი რეგულაციებიდან გამომდინარე, მომსახურების გაწევის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების კანონის შესაბამისად სავალდებულო ტექინსპექტირება.

„ჩვენ პანდემიის პერიოდში ტაქსის მძღოლებს ტექდათვალიერება გარკვეული დროით გადავუვადეთ, მაგრამ დღეს აუცილებელია, რომ ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებმა გაიარონ ტექდათვალიერება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ რეგულაციები ამოქმედდება“, – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ ვიცე-მერ ირაკლი ბენდელიანს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ტაქსის მძღოლებთან აქტიური კომუნიკაცია და მათი ინფორმირება დაავალა.

2020 წლის მარტში თბილისის მერიამ, ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის გამო, ტაქსის მძღოლებისთვის ტექდათვალიერების გავლა გადაავადა, რაც მაისში კვლავ აღდგა.

თბილისის ტაქსებმა ტექდათვალიერება ყოველ ექვს თვეში ერთხელ უნდა გაიარონ.

ყველა ახალი ამბავი
0