გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი გაეცნო

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliგუდიაშვილის მოედანი
გუდიაშვილის მოედანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროცესში სარდაფებში შუა საუკუნეების არტეფაქტები აღმოაჩინეს. აღმოჩენების გამო სამუშაოებში ჩაერთვნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელოვნებათმცოდნეები და არქეოლოგები.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, იუწყება მერიის პრეს-სამსახური.

დედაქალაქის მერმა მიმდინარე სამუშაოები მის მოადგილესთან ირაკლი ბენდელიანთან და თბილისის განვითარების ფონდის უფროსთან ალექსანდრე ტოგონიძესთან ერთად დაათვალიერა.

კალაძემ Facebook-ზე მისი ვიდეობლოგის ხელმომწერებს ის შენობები დაათვალიერებინა, რომლებზეც მუშაობა დასრულდა, და აღნიშნა, რომ მათი უმეტესობა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს წარმოადგენს. 

ძველი თბილისის არქიტექტურა - Sputnik საქართველო
როდის დასრულდება გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია

როგორც კალაძემ განაცხადა, თბილისის ისტორიულ რაიონში სარემონტო სამუშაოების დასაწყისში მხოლოდ 14 შენობის რესტავრაცია იგეგმებოდა, მაგრამ მოგვიანებით მათ კიდევ ერთი დაემატა და 15-მდე გაიზარდა, შესაბამისად, სამუშაოები გაგრძელდა.

„თუმცა, არის სახლები, რომლებიც რესტავრაციას საჭიროებს. ჩვენ არაერთხელ მოგვმართეს მცხოვრებლებმა და ჩვენ მათ ვპირდებით, რომ პროექტი ამაზე არ დასრულდება. დავაკვირდებით, გავაგრძელებთ ისტორიული ობიექტების რესტავრაციას. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ ის სიმდიდრე, რომელიც ჩვენს ქალაქშია“, – თქვა კალაძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროექტში კვალიფიციური სპეციალისტების ჩართვა.

გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2018 წლის გაზაფხულზე პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში დაიწყო. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში სრულ აღდგენას ექვემდებარება 30-მდე შენობა, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის 20-მდე ძეგლი. სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენს. მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია 2022 წლისთვის დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0