COVID-19 რეგიონებში: სამეგრელო-ზემო სვანეთში 23 პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია

© Sputnik / STRINGERზუგდიდის რეფერალური საავადმყოფო
ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ,ასშტაბით ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 998-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 252.972-ს მიაღწია.

თბილისი, 23 იანვარი - Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი ბოლო 24 საათში 116 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 107.

რეგიონი ვირუსის გავრცელების მხრივ, კვლავ მესამე ადგილზეა თბილისის და იმერეთის შემდეგ.

რეგიონის ექვს კოვიდცენტრში  მკურნალობს 196 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათგან 23-ის მდგომარეობა მძიმეა.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში იმყოფება - 70 კოვიდ პაციენტი, მძიმე არის 8.

„სენამედის“ კლინიკაში -35, მათ შორის მძიმე - 6.

ფოთის კლინიკაში -3 7, 5 - მძიმე.

კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: დადებითობის მაჩვენებელი შემცირდა

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში - 16 პაციენტი, 4 - მძიმე.

აბაშის „ევექსის“ კლინიკაში -16.

სენაკის „ლაზიკამედში“ - 22 პაციენტი.

საკარანტინე სივრცეში იმყოფება 54 ადამიანი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 998-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 252.972-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.892 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 240.629-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 16 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.038-ს მიაღწია.

 

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0