Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ქეთა თოფურია ახალშობილი ვაჟის ფოტოს აქვეყნებს - ნახეთ რა დაარქვა მომღერალმა შვილს

© courtesy of Keti Topuriaქეთა თოფურია
ქეთა თოფურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომღერალი ქეთა თოფურია დედა გახდა. ნახეთ რა ფოტო გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში და რა დაარქვეს ცნობილმა მშობლებმა ბიჭუნას

ქართველმა მომღერალმა ქეთა თოფურიამ ვაჟი გააჩინა. რუსულ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქეთამ 21 იანვარს მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში იმშობიარა და ამჟამად თავს კარგად გრძნობს. მომღერლის ბიჭუნა 4 კილო დაიბადა და მშობლებმა მას ადამი დაარქვეს. ცოტა ხნის წინ მომღერალმა ახალშობილი ვაჟის ფოტო დადო. მომღერალს შვილის დაბადებას ულოცავენ.

რუსეთში მოღვაწე ქართველ შემსრულებელზე მუდამ საუბრობენ. მისი ცხოვრების სტილისა და პოპულარული პარტნიორების გამო ქეთა ტაბლოიდების ერთ-ერთი ფავორიტია. ქეთა თოფურია რუსი და ქართველი ჟურნალისტების გამორჩეული რესპონდენტია. სხვადასხვა ინტერნეტ-გამოცემებსა და ტელეგადაცემებში ქეთა თოფურია უამრავ ნახვას რამდენიმე საათში აგროვებს.

რეიტინგული ვარსკვლავი სითამამით გამოირჩევა და რუსული ესტრადა A'Studio-სთან ერთად არაერთხელ დაიპყრო. რუსეთში გამგზავრების შემდეგ მომღერალმა აღიარება მალევე მოიპოვა, თავბრუდამხვევი კარიერაც სწორედ ამ დღიდან იწყება.

თოფურიას პირადი ცხოვრება სკანდალებითაა სავსე. მისი ახალი რჩეული დიპლომატი ლევ დენგოვია. ქეთამ რუსულ გადაცემაში თქვა, რომ ახლანდელი მეუღლე მინსკში გაიცნო. თოფურია რამდენიმე თვეა რჩეულ მამაკაცთან ერთად ცხოვრობს, მოგზაურობს და უბრალოდ ცხოვრებით ტკბება. წყვილმა რამდენიმე კვირის წინ მოკრძალებული ქორწილიც გადაიხადა. ქეთას სოციალური ქსელი მათი ერთობლივი ფოტო-ვიდეოებით არის მოცული. უსიმპათიურესი ბიზნესმენი ქალბატონებში დიდ აჟიოტაჟს იწვევს.

ყველა ახალი ამბავი
0