საქართველოს საელჩო ნიდერლანდებში გამგზავრების მსურველებს აფრთხილებს

© Facebook / photo : Wizz Air / FBWizz Air-ის თვითმფრინავი
Wizz Air-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხვალიდან ნიდერლანდებში საჰაერო გზით შემსვლელებისთვის ახალი წესები ამოქმედდება, რაც საქართველოს მოქალაქეებსაც შეეხება და საქართველოდან ტრანზიტულ მგზავრებსაც

თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. ხვალიდან, 23 იანვრიდან, ნიდერლანდებში საჰაერო გზით  შესვლის წესები იცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდებში საქართველოს საელჩო აქვეყნებს.

ეიფელის კოშკი - Sputnik საქართველო
საფრანგეთში საქართველოს საელჩო თანამემამულეებს ახალი შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს

კერძოდ, 23 იანვრის 00:01 საათიდან ნიდერლანდებში საჰაერო გზით  შემსვლელმა მგზავრებმა, ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფით პასუხთან ერთად, უნდა წარადგინონ ჩასხდომამდე ბოლო 4 საათში გაკეთებული სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხიც.

„ნიდერლანდების მთავრობა აცნობიერებს, რომ ჩასხდომამდე ბოლო 4 საათში სწრაფი ტესტის გაკეთება აეროპორტების უმრავლესობაში დაკავშირებულია დიდი სირთულეებთან. აქედან გამომდინარე, მთავრობა იმედოვნებს, რომ ორმაგი ტესტის მოთხოვნა შეამცირებს ნიდერლანდებში შემომავალი მგზავრების რაოდენობას“, — ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული ვალდებულება ინფიცირების მაღალი რისკის ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან ნიდერლანდებში შემსვლელ ტრანზიტულ მგზავრებზეც ვრცელდება.

PCR ტესტის და სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის ვალდებულებისგან რამდენიმე კატეგორია თავისუფლდება, მათ შორის არიან დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები.

ლონდონი - Sputnik საქართველო
რა უნდა იცოდნენ ინგლისში შესვლის მსურველებმა – საქართველოს საელჩოს განცხადება

ახალი წესების თანახმად, 23 იანვრის 00:01 საათიდან ევროკავშირის არაწევრი (მესამე) ქვეყნებიდან ნიდერლანდებში შესვლა ასევე აღარ შეეძლებათ სტუდენტებს, ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს, მაღალი კვალიფიკაციის მქონე მიგრანტებსა და კულტურული და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებს.

გარდა ამისა,  ნიდერლანდების მთავრობამ ფრენები აკრძალა შემდეგი ქვეყნებიდან: გაერთიანებული სამეფო, არგენტინა, ბოლივია, ბრაზილია, კაბო ვერდე, ჩილე, კოლუმბია, ეკვადორი, ფრანგული გვინეა, გაიანა, პანამა, პარაგვაი, პერუ, სამხრეთ აფრიკა, სურინამი, ურუგვაი და ვენესუელა.

გუშინ ნიდერლანდების პარლამენტმა ქვეყანაში კომენდანტის საათის დაწესებას დაუჭირა მხარი. კომენდანტის საათი 23 იანვრიდან ამოქმედდება და მოქალაქეებს სახლიდან გასვლა 21:00 საათიდან 04:30 საათამდე აეკრძალებათ. ქუჩაში გადაადგილება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში იქნება ნებადართული, მაგალითად, სამსახურში წასვლისას, სამსახურიდან დაბრუნებისას ან ძაღლის გასეირნების მიზნით.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0