მოქალაქეებს ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდიაზე უარის თქმა 31 იანვრამდე შეუძლიათ

© Sputnik / Goga Vardzieliელექტრომრიცხველი
ელექტრომრიცხველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2021 წლიდან ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდის გამო მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ძველ ტარიფსა და მოქმედ ტარიფს შორის სხვაობა დაფაროს.

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. მოქალაქეებს, რომლებსაც ეხებათ ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული სუბსიდია, მაგრამ არ სურთ ისარგებლონ ამ შეღავათით, უარის დაფიქსირება შეუძლიათ სპეციალურ ელექტრონულ პლატფორმაზე, იუწყება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია (სემეკი). 

 Tbilisi Energy 114-ის მორიგე ბრიგადა - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეებს კომუნალური გადასახადების შეღავათებზე უარის თქმა შეუძლიათ

საქართველოში 2021 წლის 1 იანვრიდან ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 3.5 თეთრით (დღგ-ის ჩათვლით) გაიზარდა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის განმავლობაში სახელმწიფო საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სხვაობის (ძველსა და ახალს შორის) სუბსიდირებას მოახდენს. გაზრდილი ტარიფი სრულად დაიფარება იმ მომხმარებლისთვის, რომელიც თვეში 300 კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიას ხარჯავს.

პლატფორმაზე საკუთარი გადაწყვეტილების დაფიქსირება შეუძლია როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს. კომუნალურ სუბსიდიაზე უარის თქმის ბოლო ვადა 31 იანვარია.

„პლატფორმაზე რამდენიმე ველის შევსების შემდეგ ინფორმაცია შემდგომი რეაგირებისთვის იგზავნება ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიაში. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული სუბსიდირება 2021 წლის განმავლობაში იმოქმედებს, მოქალაქეებს შეუძლიათ შეღავათზე უარი დააფიქსირონ როგორც თითოეულ თვეზე, ისე ერთიანად – 2021 წლის იანვრიდან 2021 წლის დეკემბრის ჩათვლით“, – ნათქვამია განცხადებაში. 
ნათურა - Sputnik საქართველო
საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა

როგორც მარეგულირებელ კომისიაში განმარტავენ, კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის პლატფორმის შექმნის საფუძველს წარმოადგენს იმ მოქალაქეთა გარკვეული ნაწილის მოთხოვნა, რომლებსაც ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობებიდან გამომდინარე სუბსიდირება შეეხოთ.

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაიხურა სავაჭრო, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, გაჩერდა ტრანსპორტი და ა.შ., ამიტომ მოსალოდნელია უმუშევართა რაოდენობის ზრდა. კონკრეტულად რამდენი ადამიანი დარჩა უმუშევარი, ჯერჯერობით უცნობია. პრობლემა შეეხო დასაქმებულებსაც და თვითდასაქმებულებსაც. სახელმწიფო მათ და მთლიანად მოსახლეობას დახმარებას შეჰპირდა უმუშევრობისა და პროდუქტებზე ფასების ტოტალური მომატების პირობებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0