12:39 03 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9976
  • 100 RUB4.4557
  • USD3.3252
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
1292 0 0

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ხუთ დიდ ქალაქში – ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 1 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება.

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ხუთ დიდ ქალაქში – ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 1 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება, განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

ამასთან, აღნიშნულ ქალაქებში საბავშვო ბაღების, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების საქმიანობის განახლება 1 მარტიდან იგეგმება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მაინც ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული, აღნიშნა ცქიტიშვილმა.

1 მარტამდე ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში ღამის საათებში – 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება. გარდა ამისა, ხუთივე ქალაქში, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, მობილობის შემცირების მიზნით, ტრანსპორტი არ იფუნქციონირებს უქმე დღეებში, ასევე უქმე დღეებში მაღაზიები და კვების ობიექტები დისტანციურად იმუშავებენ.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, აჭარაში 1 თებერვლიდან შესაძლებელი იქნება რესტორნებისა და ღია კაფეების გახსნა. თუმცა დიდი ქორწილებისა და ხალხმრავალი ღონისძიებების გამართვა კვლავ იკრძალება.

1 მარტამდე ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობაზე აკრძალვა.

 

მთავარი თემები