Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„სტრიპტიზი კორონამდე...“ – ხატია წერეთელი TikTok-ზე გააქტიურდა – ვიდეო

© Photo: Xatia Tsereteli / FBხატია წერეთელი
ხატია წერეთელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ ქსელში პოპულარულია ხატია წერეთლის ვიდეო, სადაც მომღერალი კორონამდელ სტრიპრიზს ასრულებს. ნახეთ როგორ ცეკვავს ის კორონაპანდემიის წინ და შემდეგ.

მომღერალი ხატია წერეთელი სოციალურ ქსელ TikTok-ზე ბოლო დროს ძალიან გააქტიურდა. მას 13 ათასზე მეტი „ფოლოვერი“ ჰყავს და, როგორც ჩანს, ეს პლატფორმა ძალიან მოსწონს, რადგან ხშირად აქვეყნებს სახალისო ვიდეოებს. ერთ-ერთი ბოლო ვიდეო მომღერალმა გამოაქვეყნა სათაურით „სტრიპრიზი კორონამდე და კორონას შემდეგ“. ვიდეოს უამრავი ნახვა აქვს.

როგორც ჩანს, მომღერალი კვლავ მარტოა. რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ხატიას შეყვარებულმა იმედა ვახტანგიშვილმა ცოლი მოიყვანა და ამის შესახებ თავად ხატიამ დაწერა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე. მომღერალი წერდა, რომ სამწუხაროდ გვიან აღმოაჩინა, რომ საყვარელი მამაკაცი ალფონსი იყო. აღმოჩნდა, რომ მომღერლის პარალელურად კაცი სხვა ქალსაც ხვდებოდა, რომელზეც, როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, დაქორწინდა კიდეც.

შეყვარებულთან დაშორების შემდეგ მომღერალმა პლასტიკურ ქირურგიას მიმართა და ცხვირი გაილამაზა.
სოციალური ქსელის მომხმარებლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ რინოპლასტიკა მომღერალს განსაკუთრებით მოუხდა.

ხატია წერეთელი საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მსმენელმა იხილა ქართული ბაზრისთვის სკანდალური, ეროტიკული ხასიათის მისი კლიპი - „შენთან სექსი მაგარია“. კლიპი მართლაც რომ პროვოკაციული აღმოჩნდა, ხატია კი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ ის საყვარელ „ვალენტინს“ მიუძღვნა, რომელზეც ყურებამდეა შეყვარებული.

კლიპში მონაწილე იმედა ვახტანგიშვილმა და ხატია წერეთელმა დაადასტურეს, რომ პარტნიორები იყვნენ და ერთად ყოფნა მოსწონდათ, თუმცა ამ ურთიერთობას შეყვარებულების სახელს მაინცდამაინც არ არქმევდნენ. თუმცა რამდენიმე ხნის წინ გაირკვა, რომ წყვილი სკანდალურად დაშორდა.

ყველა ახალი ამბავი
0