Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ქეთა თოფურიას ვაჟი ეყოლა – რუსულ მედიაში დეტალები ვრცელდება

© Photo: Keti Topuria / FBქეთა თოფურია
ქეთა თოფურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქეთა თოფურია მეორედ გახდა დედა. ნახეთ სად იმშობიარა მომღერალმა და როდის გააჩინა მეორე შვილი, რომელზე ორსულობასაც თვეების მანძილზე მალავდა.

ქართველმა მომღერალმა ქეთა თოფურიამ ვაჟი გააჩინა. რუსულ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქეთამ 21 იანვარს მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში იმშობიარა და ამჟამად თავს კარგად გრძნობს. მომღერლის ბიჭუნა 4 კილო დაიბადა და მშობლებმა მას ადამი დაარქვეს. თავად მომღერალს და მის მეუღლეს ლევ დენგოვს ამაზე ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

რუსეთში მოღვაწე ქართველ შემსრულებელზე მუდამ საუბრობენ. მისი ცხოვრების სტილისა და პოპულარული პარტნიორების გამო ქეთა ტაბლოიდების ერთ-ერთი ფავორიტია. ქეთა თოფურია რუსი და ქართველი ჟურნალისტების გამორჩეული რესპონდენტია. სხვადასხვა ინტერნეტ-გამოცემებსა და ტელეგადაცემებში ქეთა თოფურია უამრავ ნახვას რამდენიმე საათში აგროვებს.

რეიტინგული ვარსკვლავი სითამამით გამოირჩევა და რუსული ესტრადა A'Studio-სთან ერთად არაერთხელ დაიპყრო. რუსეთში გამგზავრების შემდეგ მომღერალმა აღიარება მალევე მოიპოვა, თავბრუდამხვევი კარიერაც სწორედ ამ დღიდან იწყება.

თოფურიას პირადი ცხოვრება სკანდალებითაა სავსე. მისი ახალი რჩეული დიპლომატი ლევ დენგოვია. ქეთამ რუსულ გადაცემაში თქვა, რომ ახლანდელი მეუღლე მინსკში გაიცნო. თოფურია რამდენიმე თვეა რჩეულ მამაკაცთან ერთად ცხოვრობს, მოგზაურობს და უბრალოდ ცხოვრებით ტკბება. წყვილმა რამდენიმე კვირის წინ მოკრძალებული ქორწილიც გადაიხადა. ქეთას სოციალური ქსელი მათი ერთობლივი ფოტო-ვიდეოებით არის მოცული. უსიმპათიურესი ბიზნესმენი ქალბატონებში დიდ აჟიოტაჟს იწვევს.

ყველა ახალი ამბავი
0